1:52 PM
გიგზი: "კარიერის დასრულების შემდგომ მწვრთნელობას ვისურვებდი"




მანჩესტერ იუნაიტედის მოქმედმა ლეგენდამ რაიან გიგსმა News of the World-თან საუბარში ორიოდე სიტყვით მის საფეხბურთო მომავალზე ისაუბრა.

"მსურს ოდესმე მანჩესტერ იუნაიტედის ან უელსის ნაკრების მწვრთნელი გავხდე. ფეხბურთს ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარი ადგილი უკავია და კარიერის დასრულების შემდეგ უცბად ფეხბურთიდან წასვლა ძალზედ რთული იქნებოდა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც თამაშისათვის თავის დანებების შემდეგ თავს სამწვრთნელო კარიერას უთმობენ."

თუ გიგზი კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო ასპარეზში ჩაერთვება, მარკ ჰიუზისა და სტივ ბრიუსის შემდეგ ის მესამე მანჩესტერელი გახდება ვინც ახლო წარსულში ასეთი გზა აირჩია. შეგახსენებთ, რომ გიგზის კარიერა იუნაიტედში ჯერ კიდევ 1990 წელს დაიწყო. რაიანი ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც პრემიერლიგა 12-ჯერ აქვს მოგებული! გიგსის ანგარიშზე უამრავი გუნდური და პიროვნული ჯილდოა.
 
ნანახია: 293 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: