6:29 PM
გერდ მიულერი: "მოხარული ვარ მესით"




ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესის მიერ დამხობილ რეკორდზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ვარსკვლავმა "ბეტისთან" თამაშის შემდეგ, 86 გოლი მოუგროვდა და მიულერს ერთი ბურთით გაუსწრო.

"ჩემი რეკორდი 40 წლისამ დავამყარე, გავიტანე 60 თამაშში 85 გოლი. ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ეს რეკორდი დაჯაბნა."-აცხადებს გერმანელი თავდამსხმელი.

"ძალიან ბედნიერი ვარ მესით. ის წარმოუდგენელი მოთამაშეა, უბრალოდ ფეხბურთის გიგანტი."

"იგი ასევე ძალიან კარგი, თავმდამბალი და თავისი საქმის პროფესიონალია. იმედია, შეძლებს 40 წლამდე თამაშს."

"ერთი სიტყვით, ლეო ფანტასტიკური ფეხბურთელია. მას აქვს მხოლოდ ერთი ნაკლი: ის არ თამაშობს მიუნხენის "ბაიერნში".-დაასრულა ლეგენდარულმა გერდ მიულერმა.



ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: