"როსონერის" "ვერონას" 21-წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის ჟორჟინიოს გადაბირება სურს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ "ვერონას" ჟორჟინიოს ტრანსფერის სანაცვლოდ 4,5 მილიონი ევრო შესთავაზა, რომელიც შესაძლოა ზაფხულში შედგეს.
გარდა ამისა, იტყობინებიან, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის თამაშს "ფიორენტინა" უკვე დიდი ხანია, რაც აკვირდება და მისი გადაბირება ფლორენციული კლუბის ხელმძღვანელობასაც სურს.
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ "მილანის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ იგი ახალგაზრდა გუნდის აშენებას აპირებს და ყურადღებას ნიჭიერ ფეხბურთელებზე ამახვილებს. იტალიური პრესის ინფორმაციით, "როსონერი" ამჟამად იტალიის სერია ბ-ს ყველა ახალგაზრდა ტალანტის თამაშს ადევნებს თვალყურს.