9:33 PM
GdS: “ემიუ” ეტო’ოსთვის ბრძოლაში ჩაერთო



იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport იუწყება იმის შესახებ, რომ "ანჟის” ფორვარდ სამუელ ეტო’ოსთვის ბრძოლა ნელ-ნელა კიდევ უფრო უკომპრომისო ხდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინტერი”, "ჩელსი” და "მანჩესტერ სიტი” კამერუნელი თავდამსხმელის ხელში ჩაგდების მთავარ პრეტენდენტებად მიიჩნეოდნენ, დღეს კი, გავრცელდა ჭორი იმასთან დაკავშირებით, რომ ეტო’ოსთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გრანდი ჩაება.

ეს გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედია”, რომლის წარმომადგენელიც ხვალ ფეხბურთელის აგენტ კლაუდიო ვიგორელის შეხვდება და პოტენციურ გარიგებას განიხილავს.

საუბრობენ, რომ "წითელი ეშმაკუნები” ეტო’ოს უეინ რუნის შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, "ოლდ ტრაფორდის” დატოვებას აუცილებლად ეცდება.

აფრიკელის გაყიდვა, თავის მხრივ, "ანჟის”, რომელსაც, ეკონომიკური თვალსაზრისით, რთული პერიოდი დაუდგა, სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვაში დაეხმარება.

სავარაუდოდ, მახაჭკალელები ეტო’ოს ხუთ მილიონ გირვანქა სტერლინგად გასხვისებას დათანხმდებიან.

წყარო: La Gazzetta dello sport

ნანახია: 325 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: