12:46 PM გატუზომ შესაძლოა “პალერმოს” უთავკაცოს | |
![]() იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ახლა სამწვრთნელო მწვერვალების დაპყრობას გეგმავს. იტალიური პრესის ინფორმაციით, "პალერმოს” პრეზიდენტი, მაურიციო ძამპარინი, მზადაა გატუზოს შესთავაზოს მთავარი მწვრთნელის პოსტი თავის გუნდში. ეს ვარიანტი საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ყოფილი ნახევარმცველისთვის. ჯენარომ თავისი სამწვრთნელო შესაძლებლობები უკვე მოსინჯა "სიონში”, ახლა კი შეუძლია დაიწყოს სერიოზული კარიერა იტალიაში. არის ცნობები იმის შესახებ, რომ რინოს ანტონიო კონტეს მსგავსად სურს მოქცევა. გატუზოს არ უნდა პირველივე ჯერზე დიდი კლუბის ჩაბარება, სერია B-ში გავარდნილი "პალერმო” კი იდეალური ვარიანტი იქნება მისთვის. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |