1:55 PM გარგანო “ინტერს” დატოვებს | |
![]() "ნერაძური” ნახევარმცველის არენდას არ გაახანგრძლივებს. "ინტერმა” "ნაპოლის” უკვე აცნობა, რომ ვალტერ გარგანოს კონტრაქტის გამოსყიდვას არ აპირებს, რომელმაც გასული სეზონი "ჯუზეპე მეაცაზე” არენდის წესით გაატარა. "ნერაძურის” ფეხბურთელის შეძენა, რომელიც იტალიის აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონატში მოედანზე 28 შეხვედრაში მოგვევლინა, ხუთ მილიონ ევროდ შეეძლო. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ბანალურია – ერთი წლის წინ, გარგანო "ნაპოლიდან” ნეაპოლელების აწ უკვე ექს-თავკაცთან ვალტერ მაცარისთან შექმნილი კონფლიქტის გამო წავიდა, და ნახევარმცველისთვის სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ სპეციალისტმა სწორედ "ინტერი” ჩაიბარა. მიუხედავად ამისა, "ინტერი” ზაფხულში ნახევარდაცვის ხაზის ცენტრის გაძლიერების იდეაზე უარს არ განაცხადებს. მილანში გადაბარგების მთავარ პრეტენდენტად "კალიარის” ბელგიელ ნახევარმცველს რაჯა ნაინგოლანს მიიჩნევენ. წყარო: Sky Sport Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |