პაოლო მალდინი - ერთ-ერთი უკანასკნელი დიდებულ იტალიელ მცველთაგან.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ინგლისის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონი, ინგლისისა და საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი, "ოქროს ბუცის" მფლობელი და კიდევ ბევრი რამის, თუმცა ტიერი ანრის კოლექციაში "ოქროს ბურთი" არ მოიპოვება.

მადრიდის "რეალის" ყოფილი კაპიტანი. კარგა ხანია, რაც რაულს "რეალში" არ უთამაშია, თუმცა დღემდე რჩება "სანტიაგო ბერნაბეუს" კერპად.

დენის ბერგკამპი. ბევრი მისცემდა მას ოქროს ბურთს, თუნდაც მხოლოდ "ნიუკასლის" კარში გატანილიამ გოლის გამო.

რობერტო კარლოსი- ალბათ, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ფლანგის მცველი. 2002 წელს მან მხოლოდ რონალდოსთან წააგო ხმის მიცემაში.

ოქროს ბურთს იშვიათად აძლევენ მცველებს და კიდევ უფრო იშვიათად- მეკარეებს, თორემ იკერ კასილასი დიდი ხნის წინ დაეუფლებოდა მას.

ალესანდრო დელ პიერო არასდროს ყოფილა ოქროს ბურთის მოგების პრეტენდენტთა სამეულშიც კი.

ჯანლუიჯი ბუფონი. კიდევ ერთი დიდებული გოლკიპერი, რომელსაც არ მისცეს და , როგორც ჩანს, არც მისცემენ ოქროს ბურთს.

ფრენკ ლემპარდი - "ჩელსის" ლეგენდა. ის ნახევარმცველის პირობაზე უნიკალური შედეგიანობით გამოირჩება. 2005 წელს მხოლოდ რონალდინიომ შეუშალა ხელი ოქროს ბურთის მოპოვებაში.

ჩავი და ინიესტა. ერთი ადამიანი რომ იყოს ეს ორი, დიდი ხნის წინ გაასწრებდნენ მესის მოპოვებული ოქროს ბურთების რაოდენობით, თუმცა ორნი არიან. ინიესტას ჯერ კიდევ აქვს დრო, აი, ჩავის რაც შეეხება, ის ალბათ ვეღარ დაისაკუთრებს დამსახურებულ ჯილდოს.

ფერენც პუშკაში. გამოჩენილი უნგრელი ფეხბურთელი, რომელიც შეუცვლელად ხვდება მე-20 საუკუნის საუკთესო მოთამაშეების ჰიტ-აღლუმებში. (მათ შორის, პირველ ადგილზეც).

იტალიელი ფლეიმეიკერი სანდრო მაცოლა. მთელი კარიერა "ინტერში" გაატარა და თითქმის ყველა საკლუბო ტიტული მოიგო. თუმცა არც იტალიის ნაკრებთან ერთად 1968 წელს ევროპის ჩემპიონატის მოგებამ შეაძლებინა ოქროს ბურთის აღება.

ჯაჩინტო ფაკეტი - ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი შემთევი მცველი. მანაც მთელი კარიერა "ინტერში" განვლო და იტალიის ნაკრების შემადგელობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. 1965-ში მხოლოდ ორი ხმა დააკლდა ამ ჯილდომდე.

ბობი მური - "ვესტ ჰემის" და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი. იგი ბრიტანული ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო მცველადა მიიჩნევა. 1970 წელს მხოლოდ რამდენიმე ხმით დამარცხდა გერდ მიულერთან.

იოჰან ნეესკენსი (მარჯვნივ დიეგო მარადონა) - ტოტალური ფეხბურთის ეპოქაში იგი ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ნათელი წერტილი გახლდათ. იყო იოჰან კრუიფის პარტნიორი, "აიაქსისა" და "ბარსელონას" ლეგენდა. უბრალოდ, ბრწყინვალე ჰავბეკი.

ფრანკო ბარეზი - "მილანის" ლეგენდა და იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, რაც მსოფლიოში საუკეთესო მცველს ნიშნავს, ბევრის აზრით. ასეთ მცველებსაც კი იშვითად აძლევენ ოქროს ბურთს.

და კიდევ ერთი ჩინებული იტალიელი მცველი, რომელი "ოქროს ბურთის" ღირსი იყო, მაგრამ ვერ მიიღო. გაეტანო შირეა (ცენტრში). იგი გახლდათ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ელეგანტური და ჭკვიანი მცველი. 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, "იუვენტუსის" შემადგენლობაში კი იტალიის შვიდგზის ჩემპიონია.

მიკელ ლაუდრუპი - უნიჭიერესი დანიელი ნახევარმცველი, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა, რომ ბოლომდე გამოევლინა თავისი ტალანტი და დიდებულთა რიცხვს შეერთებოდა.

1995-ში არაევროპელებისთვისაც გადაწყვიტეს ოქროს ბურთის მიცემა. (თუკი ევროპულ კლუბებში ასპარეზობდნენ)იმავე წელს ეს პრიზი ლიბერიელმა ჯორჯ ვეამ მიიღო. რომ არა ეს კანონი, ოქროს ბურთს წარმატებული გერმანელი თავდამსხმელი იუგენ კლინსმანი დაისაკუთრებდა.