11:25 AM გალიანი: “პუიოლი არ გვჭირდება” | |
![]() "როსონერის” ვიცე-პრეზიდენტმა, უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გუნდი კატალონიელთა კაპიტანის შეძენას ეცდება. "პუიოლი? მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ.”-აცხადებს ადრიანო გალიანი. "კარლესი – "მილანის” კარგი მეგობარია, რადგან მას ჩვენი კლუბი უყვარს, მაგრამ იგი ვეტერანია და ამიტომაც ჩვენს გეგმებში არ შედის.” "ვაღიარებთ პუიოლის ფასს, თუმცა ამჟამად ახალგაზრდა მოთამაშეების ძიებაში ვიმყოფებით. ეს ჩვენი მომდევნო სეზონის და სამომავლო ფილოსოფიაა.”-დაასრულა "მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |