10:14 PM გალიანი: “მილანში” გადაბარგების გამო ტევესი ხელფასის შემცირებას დათანხმდა” | |
![]() ვიცე-პრეზიდენტმა არგენტინელი ფორვარდის მომავლთან დაკავშირებით ჟურნალისტებს საინტერესო ინტერვიუ მისცა. იტალიური პრესის ინფორმაციით, კარლოს ტევესის ტრანსფერი "იუვენტუსში” პრაქტიკულად გადაწყვეტილია, თუმცა ადრიანი გალიანი სხვა რამეში გვარწმუნებს. "თუ ტევესი "იუვენტუსში” გადავა, მაშინ იგი გამყიდის. თუმცა კარლოსი ამას არ გააკეთებს”, – აცხადებს გალიანი. "ეს ფეხბურთელი ძალიან მომწონს, რადგან "ცუდი ბიჭია”. "მილანში” გადაბარგების გამო იგი ხელფასის შემცირებას დათანხმდა”, – დაამატა იტალიელმა ფუნქციონერმა. შეგახსენებთ, რომ ტევესს "მანჩესტერ სიტისთან” მოქმედი კონტრაქტი 2014-წლის ზაფხულში ეწურება. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |