12:23 PM
გალიანი: "კაკას გადაბირება გაგვიჭირდება"



"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის კაკას შესაძლო არენდაზე ისაუბრა.

"მართალია, რომ კაკათი ვინტერესდებით. ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება იყო ის, როდესაც გავიგე, რომ მას ჩვენს კლუბში დაბრუნება სურს".

"რეალის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს ნამდვილად ვაწარმოებთ, თუმცა ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულზე საუბარი ძალიან ადრეა".

"კაკას გაფორმება გაგვიჭირდება, ძალიან გაგვიჭირდება. ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი",-განაცხადა გალიანიმ.

შეგახსენებთ, რომ 2009-წელს "ბლანკოსმა" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი "როსონერისგან" 68,5 მილიონ ევროდ შეიძინა.
 
ნანახია: 287 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: