1:29 PM
გალიანი: ბალოტელი "მილანში" არ გადავა




"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა გავრცელებული ხმები უარყო.

იტყობინებოდნენ, რომ სკანდალური იტალიელი თავდამსხმელის მარიო ბალოტელის კარიერა ინგლისში დასასრულს უახლოვდებოდა და "მანჩესტერ სიტი" მზად იყო უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იგი "მილანისთვის" მიეყიდა, რომელსაც თავდასხმის ხაზის გაძლიერებას საჭიროებს.

მიუხედავად ამისა, ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტების მონაგონია:

"ჩვენი შეტევის ხაზი ყოველთვის იცვლება, თუმცა ახლა არც არავის გაყიდვას არ ვაპირებთ და არც არავის შეძენას. სწორედ ამიტომ, რობინიო "მილანში" ბედნიერია და აქ რჩება. ხმები, რომლებიც მარიო ბალოტელის "მილანში" გადასვლას უკავშირდება, მხოლოდ ჭორებია და სიმართლეს არ შეესაბამება. დიახ, იგი კარგი თავდამსხმელია, მაგრამ ჩვენ შეტევის ხაზი სწორედ ასეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გვყავს",-განაცხადა "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტმა.
 
ნანახია: 277 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: