10:07 PM “გალათასარაიმ” თვალი ნანის დაადგა | |
![]() სტამბულური გრანდი კიდევ ერთი გახმაურებული ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "გალათასარაი” უესლი სნეიდერმა და დიდიე დროგბამ გააძლიერეს. ახლა კი თურქების ინტერესების სფეროში "მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ნახევარმცველი ლუიშ ნანი მოექცა. გასულ სეზონში 26-წლის პორტუგალიელმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი საბოლოოდ დაკარგა, "წითელი ეშმაკუნების” მაისური მხოლოდ 11 შეხვედრაში მოირგო. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია ნანი სხვა კლუბში გადაბარგდეს. თურქული პრესის ინფორმაციით, ნანის შეძენის სურვილი ქვეყნის ჩემპიონმა "გალათასარაიმ” გამოთქვა. მოცემული წყარო იტყობინება, რომ "ლომებმა” ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყეს და მზად არიან მის სანაცვლოდ 13 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ. წყარო: Fanatik | |
|
სულ კომენტარები: 0 | |