11:46 AM
“გალათასარაი” მუსლერას 17 მილიონად გაშვებას არ აპირებს



"ბარსელონას” ხელმძღვანელობას ურუგვაელი გოლკიპერის შეძენის მცდელობა ჰქონდა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა.

როგორც პრესა იუწყება, რამდენიმე დღის წინ თურქული კლუბის ხელმძღვანელობამ, ფერნანდო მუსლერას 17 მილიონ ევროდ გაშვებაზე, უარი განაცხადა.

"გალათასარაი” მიიჩნევს, რომ მუსლერა არა 17, არამედ 20 მილიონი ევრო ღირს. ეს მაღალი ფასი გამოწვეულია იმით, რომ გოლკიპერის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან, 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

შეგახსენებთ, კატალონიურ გრანდს ძალიან მცირე დროში, ვიქტორ ვალდესის შემცვლელის პოვნა სჭირდება, რომელიც სავარაუდოდ საკუთარ კარიერას, ამბიციურ ფრანგულ კლუბ "მონაკოში” გააგრძელებს.

წყარო: Goal.com

ნანახია: 289 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: