9:29 PM
გადაწყდა: ტოტი “რომასთან” 2016-წლამდე გაახანგრძლივებს!



მხარეებს მხოლოდ მცირე დეტალებიღა დარჩათ შესათანხმებელი.

ტოტის ამჟამინდელი მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, თუმცა, ახალი ხელშეკრულება 2016-წლამდე იმოქმედებს.

გადამწყვეტი შეხვედრა ხუთშაბათს, იტალიის დედაქალაქში, "რომას” გენერალურ დირექტორ მაურო ბოლდისონისა და ტოტის წარმომადგენელ ადოლფო ლეონარდის შორის შედგა.

ნახევარმცველი ყოველწლიური ანაზღაურება 4,5 მილიონი ევროდან 3,2 მილიონამდე შემცირდება. ოფიციალურად კონტრაქტი მიმდიანარე თვის ბოლოს დადასტურდება, როდესაც შვებულებიდან რომაული კლუბის პრეზიდენტი, ჯეიმს პალოტა დაბრუნდება.

გარდა ამისა, ორივე მხარემ მიაღწია შეთანხმებას იმასთან დაკავშირებითაც, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელი კლუბში მუშაობას განაგრძობს.

2016-წელს, "მგლები” ტოტის ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, წელიწადში 600 000 ევროიანი ხელფასით. ფრანჩესკო კლუბის ელჩის თანამდებობას დაიკავებს.

წყარო: La Gazzetta dello sport

ნანახია: 333 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: