ნეაპოლიტანელთა ბომბარდირი, შესაძლოა "ქალაქელთა" რიგებში გადავიდეს, სადაც ის სავარაუდოდ, მარიო ბალოტელის შეცვლის.
როგორც Sunday People იტყობინება, მანჩესტერული კლუბი სერიოზულად ჩაერთო ედინსონ კავანისთვის ბრძოლაში. ამ სერიოზულობის დასტურად, მათ იტალიელებს 45 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, ურუგვაელი შემტევის სანაცლოდ.
როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, რობერტო მანჩინისა და მარიო ბალოტელის შორის ჩხუბი მოხდა და გამორიცხული არაა, რომ თავკაცმა იტალიელი მოთამაშის შემცვლელის ძიება დაიწყო. ახლა ეჭგარეშეა, რომ მარიოს დღეები "მანჩესტერ სიტიში", უკვე დათვლილია.
თუ ეს ტრანსფერი მართლაც განხორციელდება, მაშინ "ქალაქელთა" თავდასხმის ხაზი ძალიან გაძლიერდება. თავად ფორვარდმა, უკვე გამოამჟღავნა თავისი სიყვარული "პრემიერ ლიგისადმი". როგორც იცით, ნეაპოლიტანელების პრეზიდენტმა აურელიო დე ლაუტენისმა განაცხადა, რომ ურუგვაელი ვარსკვლავის შეძენა ძალიან რთული იქნება. მანამდე კი მან თქვა, რომ კავანის 55 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.