11:32 PM
FA სიტყვა “ებრაელის” გამოყენებას კრძალავს



ინგლისში ანტისემიტიზმის დამარცხება უნდათ.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ფეხბურთის ფანები გააფრთხილა, რომ საერთო ადგილებში სიტყვა "ებრაელის” გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება სერიოზულად დაისაჯნონ. სავსებით შესაძლებელია, ამან სისხლის სამართლის კოდექსამდეც მიაღწიოს.

"FA მიიჩნევს, რომ ტერმინი "ებრაელის” გამოყენება საფეხბურთო სამყაროში უადგილოა. ხელს შევუწყობთ იმას, რომ მეტოქემ ეს სიტყვა არ გამოიყენოს”.

"საერთო ადგილებში ამ ტერმინის გამოყენებამ შეიძლება სისხლის სამართლის საქმემდე მიგვიყვანოს და საფეხბურთო მატჩებზე დასწრებაც აკრძალოს”, – წერია FA-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, ახლა "ტოტენჰემის” გულშემატკივრებისათვის ებრაელების დაძახება აკრძალულია, თუმცა ისინი ხშირად თავიანთ თავებს ასე მოიხსენიებენ, ამას სიამაყით ამბობენ და დანაშაულად არ მიიჩნევენ. ისინი თავიანთ თავებს "ებრაელების არმიას” უწოდებენ და ამ თემაზე სიმღერებს ხშირად მღერიან.

წყარო: The Guardian,FA,Metro

ნანახია: 267 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: