11:03 PM
FA-მ კომპანის წითელი ბარათი გააუქმა



ბელგიელ ცენტრალურ მცველს წითელი ბარათი გაუუქმეს.

შეგახსენებთ, რომ კომპანი ინგლისის პრემიერ ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში "არსენალთან" მოგებულ მატჩში (2:0) გააძევეს, როდესაც "მეთოფეების" ნახევარმცველის ჯეკ უილშირის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. მატჩის შემდეგ, ვენსანმა ავტომატურად სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობამ კი მატჩის მთავარი არბიტრის მაიკ დინის ეს გადაწყვეტილება ინგლისის ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტში გაასაჩივრა, FA-მ კი ეს საჩივარი მიიღო და ბელგიელ ფეხბურთელს წითელი ბარათი გაუუქმა. ასე რომ, კომპანი თავისი კლუბის დახმარებას პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩში შეძლებს, სადაც მისი გუნდი "ეტიჰად სტედიუმზე" "ფულემს" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ "მან სიტი" - "ფულემი" შაბათს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.
 
ნანახია: 258 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: