FA-მ ფეხბურთელები გაამართლა.
ინგლისის საფეხბურთო დისციპლინარულმა ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება,რომლის თანახმადაც "ევერტონის" ნახევარმცველს დარონ გიბსონსა და "ვესტ ჰემის" ფორვარდ კარლტონ კოულს დისკვალიფიკაცია მოეხსნათ.
კლუბებმა საკუთარი ფეხბურთელების მიღებული არასამართლიანი წითელი ბარათების გამო ინგლისის საფეხბურთო დისციპლინარულ ასოციაციაში აპელაცია შეიტანეს,FA-მ კი მათი პროტესტი დააკმაყოფილა.
ასე რომ,ორივე ფეხბურთელი საკუთარ გუნდს პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის მატჩში დაეხმარება.