5:45 PM
ევროთასებზე ქართული კლუბების მეტოქეები დღეს გახდება ცნობილი



დღეს, თბილისის დროით 14 საათზე, უეფასს შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართება.

როგორც უკვე იცით, საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო” ჩემპიონთა ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება. "დინამო” მეორე რაუნდის მონაწილე 34 გუნდიდან მე-17 ადგილზეა რეიტინგით, ამიტომაც გუნდი განთესილთა სიაში მოხვდა.

რაც შეეხებათ სხვა ქართულ კლუბებს, ისინი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებენ. გორის "დილაც” მეორე ეტაპიდან ჩაერთვება საქმეში. საჩხერის "ჩხირუა” და "ტორპედო” პირველივე ეტაპიდან იწყებენ ბრძოლას.

ნანახია: 290 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: