4:46 PM
ევრა “მანჩესტერ იუნაიტედს” ტოვებს



უახლოეს დროში, პატრის ევრა "ემიუს” ხელმძღვანელობას აცნობებს, რომ სამუშაო ადგილის შეცვლა სურს.

ფრანგი მცველის ასეთი გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ბოლო რამოდენიმე დღეა "მანჩესტერ იუნაიტედი” "ევერტონის” ფულბეკ ლეიტონ ბეინსის ხელში ჩაგდებას აქტიურად ცდილობს. აშკარაა, რომ ინგლისელის გუნდში მისვლის შემთხვევაში, ევრა სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს.

სწორედ ამიტომ, პატრისი არ აპირებს დაელოდოს იმ მომენტს, როდესაც იგი "წითელი ეშმაკუნების” სათადარიგო სკამის ფეხბურთელი გახდება და კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევრა შესაძლოა "მონაკოში” ექვსი მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდეს.

ცნობისათვის, ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგებამდე მონაკოელების ღირსებას 2002-წლიდან 2006-წლამდე უკვე იცავდა.

წყარო: The Sun

ნანახია: 310 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: