10:15 AM
ევრა და კაბაი ესპანეთთან ითამაშებენ

ფრანგთა თავკაცმა, დიდიე დეშამმა, კარგი სიახლეები მიიღო ლაზარეთიდან.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, სადაც საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდება, ეჭვის ქვეშ იყო "მამლების" ორი საკვანძო ფეხბურთელის - პატრის ევრას და იოან კაბაის თამაში. პირველს ზურგის ტრავმა აწუხებდა, ხოლო მეორეს კუნთის დაზიანება აღენიშნებოდა.

ფრანგული პრესის ცნობით, ორივე ფეხბურთელი ვარჯიშს შეუდგა. ეს იმას ნიშნავს, რომ "ფურია როხასთან" მონაწილეობის მიღება ორივე მოთამაშეს შეეძლება.
 
ნანახია: 297 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ევრა და კაბაი ესპანეთთან ითამაშებენ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: