4:28 PM
ევრა: "ჩემპიონობას თუ დავკარგავთ, ფერგიუსონი ყველას გაგვყრის"




"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს მიაჩნია, რომ აუცილებელია გუნდმა "პრემიერ ლიგა" მოიგოს.

როგორც მოგეხსენებათ, წინა ტურში "წითელმა ეშმაკებმა" გასვლაზე "ქალაქელები" დაამარცხეს და მათ შორის სხვაობა ახლა უკვე ექვსი ქულაა. ამიტომაც ევრა თვლის, რომ ეს საკმარისი უნდა იყოს ინგლისის ჩემპიონობისთვის.

"ვფიქრობ, თუ ჩვენ კვლავ დავკარგავთ ამ უპირატესობას, ფერგიუსონი ყველა ფეხბურთელს გაგვყრის გუნდიდან", -განაცხადა პატრის ევრამ.

"მე სერიოზულად ვამბობ. არაა სახუმარო ფეხბურთელებისთვის, გულშემატკივრებისთვის და მთლიანად კლუბისთვის."

"მახსოვს წინა წელს რვა ქულა დავკარგეთ. ახლა ჩვენ არაფერი გადაგვიწყვეტია, მაგრამ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ "პრემიერ ლიგაზე".-დაასრულა "იუნაიტედის" ფრანგმა მცველმა.
 
ნანახია: 273 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: