4:46 PM “ევერტონს” ბერის არენდით აყვანა სურს | |
![]() "მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი შესაძლოა "გუდისონ პარკზე” ვიხილოთ. ამ სეზონში გარეტ ბერი "ქალაქელთა” ახალ მთავარ მწვრთნელს, მანუელ პელეგრინის ჯერ კიდევ არ გამოიყენებია, და, როგორც ჩანს, ნახევარმცველი ჩილელი სპეციალისტის გეგმებში არც შედის. არაა გამორიცხული, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბერიმ "ეტიჰად სტედიუმი” დატოვოს. მის მიმართ ინტერესს "ასტონ ვილა” და "არსენალი” იჩენდნენ, ახლა კი ბრძოლაში "ევერტონიც” ჩაერთო. მართალია, მერსისაიდელები მზად არ არიან ფეხბურთელის კონტრაქტი გამოისყიდონ, მაგრამ მისი არენდით აყვანა უნდათ. "სიტის” რიგებში ბერი 2009-წელს "ასტონ ვილადან” 12 მილიონ ფუნტად გადავიდა, ინგლისის ვიცე-ჩემპიონის მაისურით 32-წლის ფეხბურთელმა, ყველა ტურნირის ჩათვლით, 175 მატჩი ჩაატარა. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |