9:26 AM
“ევერტონს” ბეინსთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა



"ევერტონის” მენეჯერმა, რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ კლუბი, ახალი კონტრაქტის თაობაზე, გუნდის მარცხენა მცველთან მოლაპარაკებების წამოწყებას გეგმავს.

ამ ზაფხულს, ლეიტონ ბეინსი "მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მარუან ფელაინისგან განსხვავებით, იგი "გუდისონ პარკზე” დარჩა, ყოველ შემთხვევაში, იანვრამდე მაინც. "ემიუმ” უკვე დაადასტურა, რომ მზადაა მცველის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები კვლავ წამოიწყოს.

მარტინესი თვლის, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, დრო მოვიდა კლუბმა ბეინსის ახალი კონტრაქტი განიხილოს.

"სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არ იყო დრო, რომ მსგავს რაღაცეებზე გვესაუბრა, სწორედ ამიტომ, ახალი კონტრაქტი არ გაგვინხილია. თუმცა, ახლა ფანჯარა დაკეტილია, და ვეცდებით ყველა ის ფეხბურთელი შევინარჩუნოთ, რომელსაც კლუბთან ხელშეკრულების ვადა მალე ეწურება”.

წყარო: Sky Sports

ნანახია: 286 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: