9:25 PM “ევერტონმა” ფელაინი და ბეინსი 28 მილიონად არ გაუშვა | |
![]() ლივერპულელები თავიანთ ლიდერებთან განშორებას არ აპირებენ. "ემიუ” დიდი ხანია, რაც "ევერტონის” ლიდერებით ინტერესდება, ეს ინტერესი განსაკუთრებით მტკიცე მაშინ გახდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ დევიდ მოიესი სხვა ტრანსფერებს ვერ განახორციელებს. ბრიტანული პრესა იუწყება, რომ "წითელმა ეშმაკუნებმა” "ევერტონს” ლიდერთა დუეტის ტრანსფერთან დაკავშირებული კიდევ ერთი ოფიციალური წინადადებით მიმართეს, თუმცა კვლავ უარი მიიღეს. პრესის ცნობით, "ემიუ” დუეტის სანაცვლოდ 28 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდა. მანჩესტერელები 16 მილიონს ნახევარმცველის, ხოლო 12 მილიონს ფულბეკის სანაცვლოდ იძლეოდნენ. წყარო: The Guardian | |
|
სულ კომენტარები: 0 | |