9:28 PM
“ევერტონმა” “ემიუ” უარით გაისტუმრა



ლივერპულელები ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ლეიტონ ბეინსის გასხვისებას არ აპირებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ევერტონის” ექს-თავკაცი, აწ უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი "ოლდ ტრაფორდზე” მარცხენა მცველის გადაბირებას ცდილობს.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, დღეს, მერსისაიდელების ხელმძღვანელებმა მანიკუნიანელების 12 მილიონ ფუნტ სტერლინგიანი შეთავაზება უარით გაისტუმრეს.

საინტერესოა, რომ გასულ ზაფხულს "ემიუმ” სამჯერ მიმართა ოფიციალური წინადადებით "ევერტონს”, თუმცა ლივერპულელებმა სამივეჯერ უარი განაცხადეს ბეინსის გაყიდვაზე.

წყარო: BBC,ESPN

ნანახია: 322 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: