ახალი სეზონი "სუპერ ფრენკმა" შესაძლოა "გუდისონ პარკზე" დაიწყოს.
ლივერპულური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა "ჩელსის" ნახევარმცველს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და კვირაში ხელფასის სახით 80 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს.
"ევერტონის" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ლონდონელების ნახევარმცველს 36-წლის ფილ ნევილის შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც "ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას" ფიქრობს.
მიუხედავად ამისა, თავად ლამპარდი იმედოვნებს, რომ ბრიტანეთის დედაქალაქის კლუბის ხელმძღვანელობა მას კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს, რომელიც მას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.
შეგახსენებთ, რომ ფრენკის გადაბირებით ასევე დაინტერესებულნი არიან "მანჩესტერ იუნაიტედი", "მილანი", "პარი სენ ჟერმენი", "ლოს-ანჯელეს გელექსი" და "გუიჩჯოუ ჯენიხე".