9:11 PM
ევანსმა მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო



"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ჯონი ევანსმა პრემიერ ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში "ლივერპულის" წინააღმდეგ მუხლქვეშა მყესის ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა.

"ევანსი მატჩის წინ თავს დისკომფორტულად გრძნობდა. მაგრამ გუშინ მაინც ივარჯიშა, რამაც სავსებით შესაძლებელია ტრავმა გაუმიზეზოს".

"მაგრამ, ვიდიჩი და ფერდინანდი - ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები არიან და მეტის დამატება არცაა საჭირო. მათ "ლივერპულთან" საოცრად ითამაშეს",-ციტირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

ასე რომ, ევანსმა შესაძლოა "ემიუს" მომდევნო მატჩი გამოტოვოს, სადაც მისი გუნდი ინგლისის თასზე "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება. მომდევნო მატჩში ნემანია ვიდიჩის მონაწილეობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა.
 
ნანახია: 280 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: