11:58 AM ეტო’ო უკვე ლონდონშია +ფოტო | |
![]() გუშინ უამრავმა ავტორიტეტულმა გამოცემა დაწერა, რომ სამუელ ეტო’ო ცალი ფეხით უკვე ლონდონის "ჩელსიში” იყო. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ კამერუნელი ინგლისის დედაქალაქში ღამით ჩამოვიდოდა. ბრიტანელმა ფოტოგრაფებმა თავიანთი კამერები მოიმარჯვეს და ეტო’ოზე ნადირობა დაიწყეს. სამუელი ღამით მართლაც ეწვია "ნისლიან ალბიონს”. ჟურნალისტები ფეხბურთელს სენტ-პანკრასის აეროპორტში დახვდნენ. ეტო’ოს იქ ავტომობილი ელოდებოდა, რომელმაც ის "ჩელსის” ბაზაზე გადაიყვანა. მოსალოდნელია, რომ კობჰემში მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ, წესით, მალე უნდა გავიგოთ ოფიციალურადაც. აღსანიშნავია, რომ გუშინ "არისტოკრატებმა” ოფიციალურად დაადასტურეს "ანჟიში” სამუელის პარტნიორის ვილიანის ტრანსფერიც. წყარო: Daily Mail | |
|
სულ კომენტარები: 0 | |