9:33 PM ეტო’ო: “თავდაპირველად, “ინტერში” მოურინიოსთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა” | |
![]() "ჩელსის” ახალწვეულმა, სამუელ ეტო’ომ აღიარა, რომ "განსაკუთრებულთან” საერთო ენა სწრაფადვე არ უპოვნია. "ინტერში” შეხვედრამდე მე და ჟოზე ერთმანეთს არ ვიცნობდით, სწორედ ამიტომ, ჩვენი ურთიერთობა ცოტათი დაძაბული იყო”. "ერთხელ საკუთარ თავს იმის გაკეთების უფლებასაც მივეცი, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში შემდეგნაირი წინადადება ვთქვი – "არასდროს აღარ ვითამაშებ იმ გუნდში, რომლის მწვრთნელიც მოურინიოა”. "მიუხედავად ამისა, ჩვენი ბედი მხოლოდ ღმერთმა იცის. მან მითხრა, რომ შევცდი და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჟოზე ჩემი მეგობარია. ახლა კი, იგი ჩემი ხელმძღვანელი კვლავ იქნება”. "უდიდესი პატივია ჩემთვის ის, რომ მასთან ერთად კიდევ ვიმუშავებ. ჟოზე კარგი ადამიანია, როგორც საფეხბურთო მოედანზე, ისევე მის ფარგლებს გარეთ. ეს მწვრთნელისთვის იშვიათი თვისებაა”. "ბევრი ამბობდა, რომ "ანჟიში” მხოლოდ ფულისთვის წავედი, მაგრამ ეს ერთგვარი გამოწვევაც იყო. იგი გუნდის მწვერვალზე აყვანაშიც მდგომარეობდა. ეს გამომივიდა. რაც შეეხება "ჩელსის”, აქ წარმატებულ და უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან თამაშის შესაძლებლობა მექნება”, – დაასრულა კამერუნელმა. წყარო: The Sun | |
|
სულ კომენტარები: 0 | |