10:35 PM
ეტო’ო “ემიუსაც” მოუნდა



მანჩესტერული კლუბი შეტევის ხაზის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "წითელი ეშმაკუნების” წარმომადგენლები კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და "ანჟის” თავდამსხმელის, სამუელ ეტო’ოს აგენტს დაუკავშირდნენ. "იუნაიტედი” კამერუნელს უეინ რუნის შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს "ოლდ ტრაფორდს” მაინც დატოვებს.

გარდა "ემიუსი”, მახაჭკალელთა ფორვარდისათვის "ნაპოლი”, "რომა” და "ჩელსიც” იბრძვიან. თავად სამუელმა კი უკვე მოასწრო იმის განცხადება, რომ წინააღმდეგი არაა "ინტერში” თავისი ყოფილი თავკაცის, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ იმუშაოს, რომელიც ამჟამად ლონდონის "ჩელსის” მეთაურობს.

საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ 32-წლის ფორვარდის სანაცვლოდ "ანჟი” მხოლოდ ხუთ მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს.

წყარო: Sky Sport Italia

ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: