მარტინ პეტროვი შესაძლოა ბარსელონაში გადაბარგდეს.
33-წლის ბულგარელ ფეხბურთელს ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ "ბოლტონთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, "ესპანიოლის" ხელმძღვანელობა კი მის გადაბირებას აპირებს.
პეტროვი ბარსელონაში უკვე იმყოფებოდა, სადაც "ესპანიოლის" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა "ბოლტონის" მაისური 14 მატში მოირგო და 3 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი "ბოლტონში" 2010-წელს "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა.