9:58 PM ესპანეთში ეშინიათ, რომ კასილასი “რეალის” ძირითადში კვლავ ვერ მოხვდება | |
![]() ავტორიტეტული გამოცემა Marca იუწყება, რომ კარლო ანჩელოტის დიეგო ლოპესი კასილასზე მეტად ხიბლავს. ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ყველა იკერის გამოჩენას ელოდა მინდორზე, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა თავის გამოჩენის შანსი დიეგო ლოპესს მისცა. მადრიდის "რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ამ ფაქტის გამო იმედგაცრუება ვერ დამალა. Marca-მ ანჩელოტის წარსული გაიხსენა და თამამად აცხადებს რომ კასილასს ძირითადში ადგილი გარანტირებული არ აქვს და მეტიც, კარლო იმის მომხრეა, რომ ერთი, ხელშეუხებელი მეკარე ჰყავდეს. რადგან მან პირველ ტურში ლოპესს ანდო მადრიდელთა კარი, დიდია იმის შანსი, რომ დანარჩენ მატჩებშიც იგივე განმეორდეს. იკერს მხოლოდ მაშინ მიეცემა თამაშის შანსი, თუ ლოპესი ტრავმას მიიღებს. წყარო: Marca | |
|
სულ კომენტარები: 0 | |