ბარსელონური დერბი, არაპროგნოზირებადი მადრიდი და ლიდერის გარეშე დარჩენილი "ატლეტიკო" - HIGHLIGHTS.UCOZ.COM ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მნიშვნელოვან მატჩებზე ისაუბრებს.
ბარსელონური დერბი

"ესპანიოლი" მე-17 ადგილზე იმყოფება და ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა კატალონიური დერბი ყოველთვის ნამდვილი დერბია, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი კლუბი რომელ ადგილზე იმყოფება. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ამჟამად "ბარსელონა" "ესპანიოლზე" უკეთეს თამაშს აჩვენებს და სრულიად დამსახურებულადაც იმყოფება სატურნირო ცხრილის სათავეში. არ უნდა დავივიწყოთ სტუმრების ახალი მთავარი მწვრთნელი, რომელმაც გუნდს "სანტიაგო ბერნაბეუდან" კატალონიაში ქულა წააღებინა. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ცოტას თუ სჯერა, რომ "ესპანიოლი" "ლურჯ-ბროწეულისფერებს" სტუმრად გაუწევს კონკურენციას. გარდა ამისა, "ბარსელონას" დაუბრუნდა მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა, რომელიც ამ მატჩში სათადარიგოთა სკამზე თავკაცის ადგილს დაიკავებს, ასევე გამონჯამრთელდნენ ფაბრეგასი, სონგი და ადრიანო, რომლებიც ამ მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან. სწორედ ამიტომ, მომდევნო მატჩის ფავორიტად "ბარსელონა" უნდა ჩავთვალოთ.
"რეალ მადრიდი" - "რეალ სოსიედადი"

მიუხედავად იმისა, რომ "სოსიედადი" მადრიდში სტუმრად ითამაშებს, ამ მატჩს ინტრიგა მაინც არ აკლია. "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოულოდნელმა ფრემ "ესპანიოლთან" მატჩში "ბლანკოსის" გულშემატკივრები შოკში ჩააგდო და ახლა ისინი საკუთარი გუნდისგან ნებისმიერ რეზულტატს ელოდებიან. გასულ ტურში იკერ კასილიასის სათადარიგოთა სკამზე დასმით მადრიდში ჟოზე მოურინიოს დარჩენა კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ახლა ყველას ეს კითხვა უჩნდება: მომდევნო მატჩში "რეალის" კარს ისევ ადანი დაიცავს თუ კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ მადრიდელების საკადრო პრობლემები მატჩის წინ. სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში ოთხი მცველია, რომელთაგან სამი ვარანი, კარვალიო და ნაჩო მიმდინარე სეზონში მოედანზე სამივე ერთად რო შევკრიბოთ მხოლოდ 6 მატჩში გავიდნენ. სამაგიეროდ გუნდს დაუბრუნდა გონსალო იგუაინი, რომელსაც მიმდინარე სეზონში 7 გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად ამ არასტაბილურობისა და საკადრო პრობლემებისა მომდევნო მატჩში ფავორიტად მაინც "რეალი" უნდა ჩავთვალოთ.
ლიდერის გარეშე დარჩენილი "ატლეტიკო"

"ატლეტიკოს" "მალიორკასთან" სტუმრად ძალიან რთული მატჩი ელოდება. მალიორკაში დიეგო სიმეონეს გუნდი ოთხი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ჩადის. მომდევნო მატჩში მადრიდელებს ტრავმირებული ფილიპე ლუისი და დისკვალიფიცირებულნი მირანდა, თურანი, ფალკაო. ასე რომ, გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, ეს კიდევ არაფერი გუნდს კლუბის მთავარი ვარსკვლავი არ ეყოლება, კოლუმბიელი რადამელ ფალკაოს სახით. "მალიორკას" ფეხბურთელები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და აცხადებენ, რომ მადრიდელებს მათთან გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდებათ. თუმცა, ასე არ ფიქრობს მალიორკელების მთავარი მწვრთნელი ხოაკინ კაპაროსი, რომელიც აცხადებს, რომ "იბეროსტარზე" მის გაწვრთნილებს რთული მატჩი ელით.
"დეპორტივოს" ახალი მწვრთნელი

ახალი წელი - ახალ მწვრთნელთან ერთად, ასე გადაწყვიტა "დეპორტივოს" პრეზიდენტმა ლონდეირომ და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხოსე ლუის ოლტრა გაანთავისუფლა, რომელმაც ლა კორუნიელები პრიმერა დივიზიონში დააბრუნა. მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში ოლტრა მესამე მწვრთნელი გახდა, რომელიც ესპანურმა კლუბმა მოკვეთა, აქამდე "ვალენსიამ" პელეგრინო და "ესპანიოლმა" პოჩეტინო დაითხოვა. ახლა "დეპორტივოს" პასენსია გაწვრთნის, რომელიც აქამდე პორტუგალიურ "ბრაგას" წვრთნიდა. ახალ მწვრთნელს გუნდში სიტუაციის დალაგება ძალიან გაუჭირდება, რადგან "დეპორს" 17 ჩატარებულ მატჩში 39 ბურთი აქვს გაშვებული, რაც ლა ლიგაში ყველაზე ცუდი შედეგია. კლუბის ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და "ატლეტიკოს" ფეხბურთელის სილვიოს გადაბირება სურს. "დეპორტივო" შაბათს შინ "მალაგას" მიიღებს და ამ მატჩის დასრულების შემდეგ ვნახავთ რა შეცვალა პასენსიამ გუნდში მისვლის შემდეგ.
"გრანადას" პრობლემები

აი უკვე სამი თვეა, რაც "გრანადა" საკუთარ მოედანზე გამარჯვებას ვერ ახერხებს. "წითელ-თეთრებმა" შინ ბოლოს 30 სექტემბერს მოიგეს, როდესაც მათ "სელტა" დაამარცხეს. რაც შეეხება ბოლო ხუთ ტურს, ბოლო ხუთ მატჩში ანკელას გაწვრთნილებმა მხოლოდ ორი ქულის მოპოვება შეძლეს. როგორ აპირებენ ანდალუსიელები "ვალენსიის" დამარცხებას ეს კიდევ უცნობია. ამჟამად გუნდს მხოლოდ ერთი თავდამსხმელი ჰყავს, რადგან ფლორო ფლორესი "უდინეზეში" არენდის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდა, ხოლო ელ არაბი და მაჩისი აფრიკის თასზე გაემგზავრნენ. ამიტომ, გამოდის, რომ "გრანადას" შეტევაში მხოლოდ ერთი ფორვარდი იგალოღა დარჩა. უნდა ჩავთვალოთ, რომ "ვალენსიას" ამ მატჩში სამი ქულის აღება ძალიან გაუადვილდება. მიუხედავად იმისა, რომ "მფრინავ ღამურებს" გუნდის ერთ-ერთი მთავარი საკვანძო ფიგურა სოფიან ფეგული დააკლდებათ, რომელმაც კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და აფრიკის თასზე გაემგზავრა.
"ვალიადოლიდის" აპელაცია

"ვალიადოლიდმა" ესპანეთის სადისციპლინო კომიტეტში ხესუს რუედას დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა, რომელიც მან "ბარსელონასთან" მატჩში არბიტრთან მომხდარი კამათის გამო მიიღო, როდესაც მან კლოს გომესს შემდეგნაირი წინადადება უთხრა: "თქვენ მესის ყველა წაქცევას ჯარიმად თვლით, რადგან ის მესია". ესპანეთის სადისციპლინო კომიტეტმა კი იგი ამ სიტყვებისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მაგრამ, ეს გადაწყვეტილება კლუბმა უკვე გაასაჩივრა, ჯერჯერობით უცნობია რას გადაწყვიტავს სადისციპლინო კომიტეტი. ასე რომ, გუნდი "სელტასთან" მატჩს დიდი პრობლემით ხვდება.