10:50 PM
ესპანეთის ლა ლიგა. მე-19 ტურის 5 მთავარი ინტრიგა



რას უმზადებს პელეგრინი "ბარსელონას"? შეძლებს თუ არა "რეალი" გუნდის მთავარი ბომბარდირის გარეშე გამარჯვებას? რა მოხდება "მესტალიაზე"? - GOAL.GE ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მნიშვნელოვან მატჩებზე ისაუბრებს.

"მალაგა" - "ბარსელონა"

ესპანეთის ლა ლიგა. მე-19 ტურის 5 მთავარი ინტრიგა

მიმდინარე სეზონის ლა ლიგის საუკეთესო გუნდი სტუმრად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდება. მე-19 ტურის ცენტრალურ მატჩში "მალაგა" "ბარსელონას" უმასპინძლებს და წინ ძალიან საინტერესო თამაში გველოდება. კატალონიელები რათქმაუნდა ფავორიტები არიან, თუმცა "ლა როსალედაზე" ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ელოდებათ, ამ სტადიონზე რამდენიმე კვირის წინ ერთი ესპანური გრანდი მადრიდის "რეალის" სახით უკვე დამარცხდა. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" კვლავ ხორდი როურა უთავკაცებს, რადგან ტიტო ვილანოვა თავს ცუდად გრძნობს. "ბარსას" შემადგენლობაში რაიმე ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. მიუხედავად ამისა, მომდევნო მატჩი შესაძლოა ადრიანომ ტრავმის გამო გამოტოვოს. "მალაგაც" ემზადება და სრულიად კონცენტრირებულია "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" მატჩზე. "ბლაუგრანას" ყოფილმა თავდამსხმელმა ხავიერ სავიოლამ მომავალ მატჩზე უკვე ისაუბრა და განაცხადა, რომ "მალაგა" მოედანზე ბოლომდე იბრძოლებს და მოწინააღდეგეს პრობლემებს შეუქმნის.

"ვალენსია" - "სევილია"

ესპანეთის ლა ლიგა. მე-19 ტურის 5 მთავარი ინტრიგა

შაბათს, "მესტალიაზე" ტურის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მატჩი შედგება, სადაც "ვალენსია" შინ ესპანეთის ლა ლიგის ეგიდით 68-ედ მიიღებს "სევილიას". ეს მატჩი მიუხედავად ორივე კლუბის არაიდეალური სათამაშო კონდიციებისა მაინც დიდ ინტერესს იწვევს. მიჩელის გაწვრთნილები სატურნირო ცხრილის მეორე ნაწილში იმყოფებიან და გულშემატკივრებმა მათ ცუდი თამაშის გამო რამდენჯერმე უსტვინეს. გასულ სეზონში ანდალუსიელებმა "მესტალიაზე" 3 ქულის აღება უკვე მოახერხეს, რაც ამ მატჩს სულ უფრო და უფრო საინტერესოს ხდის. "ვალენსია" ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვის მას კი მომდევნო ორ ტურში ორი ძალიან რთული საშინაო მატჩი ელოდება "სევილიასთან" და "რეალთან". პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს ფერნანდო გაგომ და სერხიო კანალესმა, რომელსაც ძალიან დიდი დრო გაუცდა.

"ოსასუნა" - "რეალი"

ესპანეთის ლა ლიგა. მე-19 ტურის 5 მთავარი ინტრიგა

კიდევ ერთი რთული საგარეო მატჩი ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის. ამჯერად მადრიდელები პამპლონაში ჩავა, სადაც "ოსასუნას" დაუპირისპირდება. პამპლონელები მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცა "რეალს" რამოდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი აკლია. დისკვალიფიკაციის გამო მომდევნო მატჩს გამოტოვებენ სერხიო რამოსი, კრიშტიანუ რონალდუ და მოურინიოს ნდობით "აღჭურვილი" ანტონიო ადანი. გარდა ამისა, ამ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს პეპე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟოზეს შემადგენლობაში ცვლილებების გაკეთება მოუწევს. ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს ჩაბი ალონსოს, რომელმაც დაზიანება ესპანეთის თასის განმეორებით მატჩში "სელტას" წინააღმდეგ მოგებულ მატჩში მიიღო (4:0). ასე რომ, "თეთრებს" წინ ძალიან რთული მატჩი ელოდებათ.

"სოსიედადი" ძირითადი შემადგენლობის მცველების გარეშე

ესპანეთის ლა ლიგა. მე-19 ტურის 5 მთავარი ინტრიგა

დაცვის ხაზში დიდი პრობლემები აქვს სან-სებასტიანის "რეალსაც". "დეპორტივოსთან" მატჩს "სოსიედადის" ერთდროულად სამი ძირითადი შემადგენლობის მცველი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს: ინიგო მარტინესსა და მიკელ გონსალესს ზედმეტი ყვითელი ბარათები დაუგროვდათ, ესტრადა კი გასულ ტურში მოედნიდან გააძევეს. ამიტომ, ფილიპ მონტანიეს ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დე ლა ბელია დარჩა. არ უნდა დავივიწყოთ ანტოსეგი, რომელიც, სავარაუდოდ დაცვის ცენტრში დაიკავებს ადგილს, შემდეგ დარჩენილ პოზიციებზე კი სან-სებასტიანელთა თავკაცმა უნდა იფიქროს. გარდა ამისა, გასულ ტურში "რეალთან" მატჩში ტრავმა მიიღო გუნდის გოლკიპერმა კლაუდიო ბრავო, ამიტომ "სოსიედადის" კარს მომდევნო მატჩში მისი დუბლიორი სუბიკარაი დაიცავს. სწორედ ამიტომ, "დეპორტივოს" არც თუ ისე ცუდი შანსი აქვს "სოსიედადთან" სტუმრად გამარჯვების.

"ატლეტიკის" ანტირეკორდი

ესპანეთის ლა ლიგა. მე-19 ტურის 5 მთავარი ინტრიგა

"ბილბაოს" მიმდინარე სეზონში დაცვის ხაზში დიდი პრობლემები აქვს და საერთოდაც, ამ სეზონში ბასკები ძალიან ცუდად გამოიყურებიან. საინტერესოა, რომ ბიელსას გუნდმა ლა ლიგის გასული 18 ტურის შემდეგ საკუთარ კარში 37 გოლი გაუშვა, იმაზე მეტი, ვიდრე ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა "დეპორტივომ". ბასკებმა ასე თუ გააგრძელეს მაშინ ანტირეკორდს დაამყარებენ, რომელიც მათ პირველად 1949/50 წლების სეზონში დაამყარეს და მეორედ 2001/02 წლების სეზონში გაიმეორეს, როდესაც "ბილბაომ" 38 ჩატარებული ტურის შემდეგ 66 გოლი მიიღეს საკუთარ კარში. ბიელსამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან იცის როგორ მოაგვაროს პრობლემები, როგორც დაცვის ხაზში, ისევე თავდასხმის ხაზში, რადგან ბასკები გოლის გატანას რეგულარულად ვერ ახერხებენ. ეს მატჩი დღეს გაიმართება და ამით ლა ლიგის მე-19 ტური გაიხსნება.

მე-19 ტურის განრიგი:

ესპანეთის ლა ლიგა. მე-19 ტურის 5 მთავარი ინტრიგა

სატურნირო ცხრილი

ესპანეთის ლა ლიგა. მე-19 ტურის 5 მთავარი ინტრიგა
ნანახია: 285 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: