№ 20. იონ აურტენეჩე ბორდე

ფასი: 3,5 მილიონი ევრო
ასაკი: 20
კლუბი: "ატლეტიკ ბილბაო"
ამპლუა: ცენტრალური/მარცხენა მცველი
ახალგაზრდული ნაკრების ტიტულები: ევროპის ჩემპიონატი U-19 - ოქრო, მსოფლიო ჩემპიონატი U’17 - ბრინჯაო
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): 5 მატჩი, 1 გაფრთხილება
კონტრაქტი: 2014-მდე
17 წლის ასაკში შედგა აურტენეჩეს ბრწყინვალე დებიუტი ევროპის ლიგაზე, "ვერდერის" წინააღმდეგ მატჩში, თუმცა მაშინდელმა მწვრთნელმა, ხოაკინ კაპაროსმა, ფეხბურთელი არ გადაიყვანა პირველ გუნდში. ახალგაზრდა მცველს მთავარ გუნდში დამკივრდებაში მარსელო ბიელსა დაეხმარა. 2011/12 წლების სეზონში იონმა "ატლეტიკის" მაისურით 54 მატჩი ჩაატარა!
20 წლის მოთამაშის მიმართ ინტერესს ბევრი კლუბი იჩენს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული შეთავაზებები არ ყოფილა.
№ 19. რაფაელ ალკანტარა დუ ნასიმენტუ "რაფინია"

ფასი: 4 მილიონი ევრო
ასაკი: 19
კლუბი: "ბარსელონა ბ"
ამპლუა: ცენტრალური ნახევარმცველი
ახალგაზრდული ნაკრების ტიტულები: -
2012/13 სეზონი (კანტერა): 13 მატჩი, 4 გოლი, 1 გაფრთხილება, 1 გაძევება
კონტრაქტი: 2014-მდე
რაფა ალკანტარა მაზინიოს შვილია, რომელიც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ. ეთნიკური ბრაზილიელი "ბარსელონას" ყველა ახალგაზრდულ გუნდში ვარსკვლავად ითვლებოდა. რაფინია ბრწყინვალე ტექნიკურ არსენალს ფლობს. საერთოდ, ბევრი ესპანელი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა ძმები ალკანტარები, ჩავი-ინიესტას დუეტს შეცვლიან.
მოსალოდნელია, რომ რაფინია მომავალ წელს პირველ გუნდში გადავა.
№ 18. ინიგო მარტინეს ბერიდი

ფასი: 4 მილიონი ევრო
ასაკი: 21
კლუბი: "რეალ სოსიედადი"
ამპლუა: ცენტრალური მცველი
ახალგაზრდული ნაკრების ტიტულები: -
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): 9 მატჩი, 1 გოლი, 3 გაფრთხილება
კონტრაქტი: 2015-მდე
ინიგო ზედიზედ მეორე წელია სტაბილურად თამაშობს "სოსიედადის" ძირითად შემადგენლობაში. სიმყარის გარდა, შეუძლია ბურთის წართმევა და კარგად თამაშობს მეორე სართულზე - მაჩვენებელი, რაც ამ ამპლუის ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია. ბასკს ასევე აქვს კარგი შორეული დარტყმა.
ფეხბურთელით სერიოზულადაა დაინტერესებული ბილბაოს "ატლეტიკი", თუმცა "სოსიედადის" და "ატლეტიკის" ხელმძღვანელებს ცუდი ურთიერთობა აქვთ და არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს.
№ 17. სერხი რობერტო

ფასი: 5 მილიონი ევრო
ასაკი: 20
კლუბი: "ბარსელონა ბ"
ამპლუა: ცენტრალური ნახევარმცველი
ახალგაზრდული ნაკრების ტიტულები: U’17 მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): 1 მატჩი
2012/13 სეზონი (კანტერა): 6 მატჩი, 1 გოლი, 3 გაფრთხილება
კონტრაქტი: 2015-მდე
"ბარსელონას" სელექციონერებმა 14 წლის სერხი რობერტო ტარაგონის ერთ-ერთ საბავშვო გუნდში აღმოაჩინეს. "ლა მასიაში" ფეხბურთელის განვითარებამ ახალ ეტაპს მიაღწია, სულ მალე ის "ბარსელონა ბ"-ს ლიდერი გახდა. ფეხბურთელი პერიოდულად ხვდება პირველ გუნდში.
სერხი პირველ გუნდში პერმანენტულად ვერ ხვდება, რაც იმით აიხსნება, რომ კატალონიელებს ამ პოზიციაზე ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავთ. ახალგაზრდა ფეხბურთელს ბევრი შრომა მოუწევს.
№ 16. ხორხე "კოკე" რესურასიონ მეროდიო

ფასი: 5 მილიონი ევრო
ასაკი: 20
კლუბი: "ატლეტიკო"
ამპლუა: ცენტრალური/მარჯვენა ნახევარმცველი

2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): 12 მატჩი, 1 გოლი, 2 საგოლე პასი
კონტრაქტი: 2016-მდე
"ატლეტიკომ" კოკე "რაიო ვალეკანოს" სკოლიდან აიყვანა. მიუხედავად პატარა ასაკისა, ფეხბურთელი "ატლეტიკოს" მნიშვნელოვან წევრად ითვლება, რაზეც სეზონში ჩატარებული თამაშების რაოდეობა მეტყველებს. პერსპექტივაში კოკეს ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში - დიეგო სიმეონე ვარჯიშზე მას მარცხენა ფლანგზე ათამაშებს.
№ 15. ხუან ისააკ კუენკა

ფასი: 5 მილიონი ევრო
ასაკი: 21
კლუბი: "ბარსელონა"
ამპლუა: მარცხენა/მარჯვენა ნახევარმცველი, თავდამსხმელი
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): -
2012/13 სეზონი (კანტერა): -
კონტრაქტი: 2015-მდე
კუენკა "ბარსელონაში" 12 წლიდან ვარჯიშობს. ძალიან ცოტას თუ ეგონა, რომ ფეხბურთელი პირველ გუნდში დამკივრდებას მოახერხებდა: ვინგერი დიდ ტალანტს არ ფლობდა. პეპ გუარდიოლას გადაწყვეტილებამ, კუენკას და ტელიოს პირველ გუნდში გადაყვანის შესახებ, დიდი კრიტიკა გამოიწვია - ეს ორი არასდროს ითვლებოდა "ბლაუგრანას" კანტერის მთავარ ვარსკვლავებად.
გასულ სეზონში ფეხბურთელმა 30 მატჩი ჩაატარა "ბარსელონას" მაისურით. მაისში კუენკამ მძიმე ტრავმა მიიღო, ახლა ის ფორმაში დგება.
№ 14. მარკ მუნიესა

ფასი: 5 მილიონი ევრო
ასაკი: 20
კლუბი: "ბარსელონა"
ამპლუა: მარცხენა/ცენტრალური მცველი

კონტრაქტი: 2013-მდე
ახალგაზრდა მცველს მეტსახელად "მუნის" ან "უმცროს პუიოლს" ეძახიან. 16 წლის ასაკში ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 1 წელი მოუწია დასვენება. საბედნიეროდ, ტრავმა საბედისწერო არ აღმოჩნდა. 2012 წლის წინასასეზონო მომზადება მუნიესამ პირველ გუნდში გაიარა, სადაც კვლავ ტრავმა მიიღო. მარკი მწოყბრში წლის ბოლოს ან ახალი წლის დასაწყისში იქნება.
მუნიესას დებიუტი და წითელი ბარათი
№ 13. მარკ ბარტრა

ფასი: 5 მილიონი ევრო
ასაკი: 21
კლუბი: "ბარსელონა"
ამპლუა: მარჯვენა/ცენტრალური მცველი
ახალგაზრდული ნაკრების ტიტულები: U’19 ევროპის ჩემპიონატის ვერცხლი

11 წლის ასაკში ბარტრა "ბარსელონას" აკადემიაში მოხვდა, მანამდე "ესპანიოლის" საბავშვო გუნდში ვარჯიშობდა. "ბლაუგრანას" კანტერის ერთ-ერთი ლიდერი შარშან ესპანეთის 20 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. დაცვაში ის უნივერსალია: შეუძლია მარცხენა ფლანგზეც თამაში.
გასულ სეზონს ფეხბურთელს პატარა ინციდენტი შეემთხვა ლეო მესისთან - ვარჯიშზე ბარტრამ არგენტინელის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რაც ოქროს ბურთის სამგზის მფლობელს ძალიან არ მოეწონა.
№ 12. ხესე როდრიგეს რუისი

ფასი: 5 მილიონი ევრო
ასაკი: 19
კლუბი: "რეალ მადრიდ კასტილია"
ამპლუა: მარჯვენა/მარცხენა ნახევარმცველი, თავდამსხმელი
ახალგაზრდული ნაკრების ტიტულები: U-17 ევროპის ჩემპიონატის ვერცხლი, U-19 ევროპის ჩემპიონატის ოქრო
2012/13 სეზონი (კანტერა): 11 მატჩი, 7 გოლი, 3 გაფრთხილება, 1 გაძევება.
კონტრაქტი: 2014-მდე
ამ მომენტისთვს - "სამეფო კლუბის" კანტერის მთავარი ვარსკვლავი. ფეხბურთელს ხშირად ადარებენ კრიშტიანუ რონალდუს, ვინაიდან ხესე ფლობს დიდ სისწრაფეს, დრიბლინგს, კარგ შორეულ დარტყმას და ტექნიკას. ასევე, ფეხბურთელები თამაშობენ ერთი და იგივე პოზიციაზე.
ხესე 2012 წელს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა: ტურნირზე 5 გოლი გაიტანა.
№ 11. სერხიო კანალეს მადრასო

ფასი: 5 მილიონი ევრო
ასაკი: 21
კლუბი: "ვალენსია"
ამპლუა: ცენტრალური ნახევარმცველი
ახალგაზრდული ნაკრების ტიტულები: U-19 ევროპის ჩემპიონატის ვერცხლი, U-17 მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): -
კონტრაქტი: 2017-მდე
ნახევარმცველმა პრიმერა დივიზიონის გუნდების ყურადღება 2009/10 წელს მიიპყრო. განსაკუთრებული ინტერესი "ვალენსიას" და "ატლეტიკოს" ჰქონდათ, მაგრამ მადრიდის "რეალმა" კონკურენტებისთვის დასწრება გადაწყვიტა და თებერვალში 6 მილიონი გადარიცხა "რასინგის" ხაზინაში.
თუმცა დედაქალაქურ კლუბში საქმეები კარგად არ წავიდა: მხოლოდ 15 მატჩი და 1 საგოლე გადაცემა სეზონში ყველა ტურნირზე. მადრიდელებმა კანალესი არენდით "ვალენსიაში" გაუშვეს. 2011 წლის ბოლოს ტალანტმა მძიმე დაზიანება მიიღო და ნახევარი წლით დაემშვიდობა ფეხბურთს. მიუხედავად ამისა, "ვალენსიამ" ფეხბურთელი გამოისყიდა. სამწუხაროდ, კანალესმა კიდევ ერთხელ მიიღო მძიმე ტრავმა და კვლავაც ვერ ახერხებს თამაშს.
გაგრძელება იქნება...