12:41 PM
ესპანეთის 30 ყველაზე ძვირფასი ტალანტი. ნაწილი 1



ესპანეთის გულშემატკივრებს შეუძლიათ არ ინერვიულონ, ლიდერებს შემცვლელები ეზრდებათ. გაგაცნობთ "ფურია როხას" ახალგაზრდა ტალანტებს.

№ 30. ხოსე ლუის მორენო ბაროსო

ესპანეთის 30 ყველაზე ძვირფასი ტალანტი. ნაწილი 1
ფასი: 2 მილიონი ევრო
ასაკი: 21
კლუბი: "კორდობა" (არენდა, უფლებები ეკუთვნის "ვილიარეალს")
ამპლუა: მარჯვენა ნახევარმცველი, თავდამსხმელი
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): 8 მატჩი, 1 გოლი
კონტრაქტი: 2015-მდე

ხოსელუს გასული სეზონი საკმაოდ გაჯერებული ჰქონდა. ჩაატარა 45 მატჩი და გაიტანა 11 გოლი "ვილიარეალის" და "ვილიარეალ B"-ს მაისურით, ისეთ ტურნირებზე როგორიცაა ლა ლიგა, სეგუნდა დივიზიონი, კოპა დელ რეი და ჩემპიონთა ლიგა.

ფორვარდი არ ითვლება დიდ ტალანტად. ის უფრო შრომისმოყვარე და ბოლომდე მებრძოლი ფეხბურთელია.



№ 29. ხორდი ამატი

ესპანეთის 30 ყველაზე ძვირფასი ტალანტი. ნაწილი 1
ფასი: 2 მილიონი ევრო
ასაკი: 20
კლუბი: "რაიო ვალეკანო" (არენდა, უფლებები ეკუთვნის "ესპანიოლს")
ამპლუა: მარჯვენა/მარცხენა/ცენტრალური მცველი
ტიტულები ახალგაზრდულ ნაკრებში: მსოფლიო ჩემპიონატი U’17 - ბრინჯაო
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): 9 მატჩი, 6 გაფრთხილება
კონტრაქტი: 2016-მდე

ფეხბურთელი "სადრიას" აღზრდილია, რომელიც წლიდან წლამდე განაგრძობს ქალაქ ბარსელონასთვის მაღალ კვალიფიცირებული ფეხბურთელების აღზრდას. ამატს ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, დარჩენილია მოწვევა პირველი ნაკრებიდან. 

2011 წელს, ნაციონალურ პროექტ "Draft"-ის მიერ ფეხბურთელი აღიარებული იქნა საუკეთესო მცველად. წლევანდელი სეზონის დაწყებამდე ხორდი მოულოდნელად "რაიო ვალეკანოში" გადაბარგდა, სადაც ახლა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება.



№ 28. პაბლო სარაბია გარსია

ესპანეთის 30 ყველაზე ძვირფასი ტალანტი. ნაწილი 1
ფასი: 2,5 მილიონი ევრო
ასაკი: 20
კლუბი: "ხეტაფე"
ამპლუა: მარჯვენა/მარცხენა/ცენტალური ნახევარმცველი
აკადემია: ვალდებებასი (ეკუთვნის "რეალს")
ტიტულები ახალგაზრდულ ნაკრებში: ევროპის ჩემპიონატი U’19 - ოქრო, მსოფლიო ჩემპიონატი U’17 - ბრინჯაო
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): 1 მატჩი, 1 გოლი
კონტრაქტი: 2016-მდე

მადრიდის "რეალის" კანტერაში ფეხბურთელმა თამაში თავდამსხმელის პოზიციაზე დაიწყო. მოგვიანებით, ალბერტო ტორილმა ის ნახევარდაცვაში გადაიყვანა. სარაბია მადრიდული კლუბისთვის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდად ითვლებოდა. მისი დებიუტი პირველ გუნდში 2010 წელს შედგა, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში. ერთი წლის შემდეგ კი "ხეტაფეში" გადაბარგდა 3 მილიონად. 

ჯერჯერობით, მეორე მადრიდულ კლუბში გადასვლას კარგი არაფერი მოუტანია. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა "ხეტაფეში" რეგრესი დაიწყო. 2011/12 წლების სეზონში მან მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 



№ 27. ხუან მიგელ ხიმენეს ლოპესი (ხუანმი)

ესპანეთის 30 ყველაზე ძვირფასი ტალანტი. ნაწილი 1
ფასი: 2,5 მილიონი ევრო
ასაკი: 19
კლუბი: "მალაგა"
ამპლუა: თავდამსხმელი
ტიტულები ახალგაზრდულ ნაკრებში: ევროპის ჩემპიონატი U’19 - ოქრო (ორჯერ)
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): 2 მატჩი, 1 გოლი
კონტრაქტი: 2016-მდე

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანს მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი ამ წელს. ლა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც დუბლი შეასრულა ნაციონალურ ჩემპიონატში: ხუანმიმ ორი გოლი "სარაგოსას" კარში გაიტანა, როდესაც 17 წლის და 4 თვის იყო.

2012/13 წლების სეზონში ფეხბურთელის ანგარიშზე ერთი გოლია "მალიორკას" წინააღმდეგ შეხვედრაში. 



№ 26. ფრანცისკო "პაკო" ალკასერ გარსია

ესპანეთის 30 ყველაზე ძვირფასი ტალანტი. ნაწილი 1
ფასი: 2,5 მილიონი ევრო
ასაკი: 19
კლუბი: "ხეტაფე" (არენდით, უფლებები ეკუთვნის "ვალენსიას")
ამპლუა: თავდამსხმელი
ტიტულები ახალგაზრდულ ნაკრებში: ევროპის ჩემპიონატი U’19 - ოქრო (ორჯერ), ევროპის ჩემპიონატი U’17 - ბრინჯაო
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): 6 მატჩი
კონტრაქტი: 2016-მდე

2011 წელს, "ვალენსია" - "რომას" დაპირისპირების დროს, ფრანცისკო ალკასერმა მესამე გოლის გატანა მოახერხა რომაული კლუბისთვის. რამდენიმე წამის შემდეგ, ფეხბურთელის მამას, რომელიც ძალიან ნერვიულობდა თავის შვილზე, გულმა ვეღარ გაუძლო და სამწუხაროდ გარდაიცვალა.

ალკასერი გადადიოდა სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, მაგრამ ყოველთვის ითვლებოდა დიდ ტალანტად. მისი პროგრესი პირველ გუნდში ყოფნისას შეჩერდა, ვინაიდან უნაი ემერი სათამაშო დროს ფაქტიურად არ აძლევდა.

"ღამურების" ახალმა მწვრთნელმა, პელეგრინომ, გადაწყვიტა "ხეტაფეს" შეთავაზებას დათანხმებულიყო და მოთამაშე არენდით გაუშვა, რათა უფრო ბევრი სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.



№ 25. ანტონიო მანუელ ლუნა როდრიგესი

ესპანეთის 30 ყველაზე ძვირფასი ტალანტი. ნაწილი 1
ფასი: 2,5 მილიონი
ასაკი: 21 
კლუბი: "სევილია"
ამპლუა: მარჯვენა/მარცხენა მცველი
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): 2 მატჩი, 1 გაფრთხილება
კონტრაქტი: 2015-მდე

ბალეარის კუნძულებზე დაბადებული ფეხბურთელი "სევილიამ" შეამჩნია "პალმას" აკადემიიდან. ლუნას სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში. გარდა დოსიეში ჩაწერილი პოზიციებისა, მას ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზეც უასპარეზია. აღსანიშნავია, რომ მცველი უხეშობით გამოირჩევა: მაგალითად, 2010/11 წლების სეზონში 19 მატჩში მან 8 ყვითელი და 3 წითელი ბარათი მიიღო.

მიჩელ გონსალესის გუნდში ის ფერნანდო ნავაროს შემცვლელად ითვლება.

№ 24. რუბენ პარდო როდრიგესი

ესპანეთის 30 ყველაზე ძვირფასი ტალანტი. ნაწილი 1
ფასი: 3 მილიონი ევრო
ასაკი: 20
კლუბი: "რეალ სოსიედადი"
ამპლუა: ცენტრალური ნახევარმცველი
ტიტულები ახალგაზრდულ ნაკრებში: ევროპის ჩემპიონატი U’19 - ოქრო
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): 6 მატჩი, 1 გაფრთხილება
კონტრაქტი: 2015-მდე

როდესაც რუბენი 12 წლის იყო, მისთვის დიდი ბრძოლა გამართეს ბასკურმა საფეხბურთო აკადემიებმა. საბოლოოდ, ფეხბურთელი იმ აკადემიაში მოხვდა, რომელიც კადრებს "ოსასუნასთვის" ამზადებდა.

"სოსიედადის" მაისურით მისი დებიუტი "რეალთან" შეხვედრაში შედგა, ხოლო პირველად სასტარტო შემადგენლობაში "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშა. შეიძლება ეს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ მაინც სიმბოლურია.



№ 23. უგო მალიო ნოვეხილი

ესპანეთის 30 ყველაზე ძვირფასი ტალანტი. ნაწილი 1
ფასი: 3 მილიონი ევრო
ასაკი: 21
კლუბი: "სელტა"
ამპლუა: მარჯვენა მცველი
ტიტულები ახალგაზრდულ ნაკრებში: ევროპის ჩემპიონატი U’19 - ვერცხლი
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): 10 მატჩი, 2 გაფრთხილება
კონტრაქტი: 2017-მდე

ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ესპანელი ფეხბურთელი. 18 წლიდან მოყოლებული ითვლება "სელტას" ძირითად მოთამაშედ. ტალანტი აღმოაჩინა ეუსებიო საკრისტანმა, რომელიც "ბარსა B"-ს თავკაცობს.

შარშან მცველი გამოძახებული იქნა "ფურია როხას" 20 წლამდელთა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე. მალიო არ ითვლებოდა ძირითადის მოთამაშედ, თუმცა მონტოიას ტრავმის გამო მას თამაში მოუწია და ყველა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. 



№ 22. ხოსე ანხელ კამპანია

ესპანეთის 30 ყველაზე ძვირფასი ტალანტი. ნაწილი 1
ფასი: 3 მილიონი ევრო
ასაკი: 19
კლუბი: "სევილია"
ამპლუა: საყრდენი/ცენტრალური/მარცხენა ნახევარმცველი
ტიტულები ახალგაზრდულ ნაკრებში: ევროპის ჩემპიონატი U-19 - ოქრო (ორჯერ)
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): 4 მატჩი, 2 გაფრთხილება
კონტრაქტი: 2014-მდე

ანდალუსიაში ელოდებიან, რომ ფეხბურთელი გაივლის ისეთივე გზას, როგორც სერხიო რამოსი, ანტონიო რეიესი, ხესუს ნავასი და დიეგო კაპელი. კამპანიას სტაბილურად იძახებენ ახალგაზრდულ ნაკრებში, კლუბში კი მიჩელ გონსალესი ცდილობს სათამაშო დრო გამოუნახოს. გასულ სეზონში ნახევარმცველმა 15 მატჩი (3 საგოლე პასი) ჩაატარა.

კამპანიას პირველ ნაკრებში მწვერვალის მიღწევა ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან ესპანელებს ამ პოზიციაზე ძალიან ბევრი უკვე ჩამოყალიბებული და პერსპექტიული მოთამაშეები ჰყავთ. 



№ 21. ოლივერ ტორეს მუნიოსი

ესპანეთის 30 ყველაზე ძვირფასი ტალანტი. ნაწილი 1
ფასი: 3 მილიონი ევრო
ასაკი: 17
კლუბი: "ატლეტიკო"
ამპლუა: ცენტრალური ნახევარმცველი, თავდამსხმელი
ტიტულები ახალგაზრდულ ნაკრებში: ევროპის ჩემპიონატი U’19 - ოქრო
2012/13 სეზონი (პირველი გუნდი): 1 მატჩი
კონტრაქტი: 2017-მდე

ფეხბურთელი "ატლეტიკოს" 13 წლის ასაკში შეუერთდა. დიეგო სიმეონეს მოსვლსი შემდეგ, ახალგაზრდას საქმეები უფრო კარგად წარიმართა: ჯერ კანტერაში თამაში ვერ მოასწრო (8 მატჩი, 1 გოლი), რომ უკვე პირველ გუნდში გამოიძახეს. გასულ სეზონში ტორესის შეძენის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა "ვალენსიას".



გაგრძელება იქნება...
 
ნანახია: 285 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ესპანეთის 30 ყველაზე ძვირფასი ტალან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: