4:24 PM ესიენი “ჩელსიში” დაბრუნებას აპირებს | |
![]() "მადრიდის რეალის” ნახევარმცველი, მაიკლ ესიენი, რომელიც ესპანურ გრანდში ლონდონის "ჩელსიდან” არის განათხოვრებული, დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ "სტემფორდ ბრიჯს” დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, მაიკლ ესიენი სშამეფო კლუბში” "არისტოკრატებიდან” იჯარით გადავიდა და სტადიონზე იგი მარჯვენა მცველის რანგში ხშრად გვევლინება. 2011/2012 წლის სეზონში, მაიკ ესიენმა იწვნიამუხლის ტრავმა და დიდი ხანი ვერ ახერხებდა სტადიონზე დაბრუნებას. დაბრუნების შემდეგ, მთავარ შემადგენლობაში დაკარგა ადგილი და ჯოზე მოურინიოს შეთავაზებას დაუფიქრებლად დათანხმდა. ახლა ამბობენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, მაიკლ ესიენი "ჩელსიში” დაბრუნდება. "მე დავბრუნდები ჩელსიში და აუცილებლად შევეცდები მთავარ შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებას”. "ვფიქრობ, რომ რეალში კარგ სეზონს ვატარებ”. ამ სეზონში, მაიკ ესიენმა 17-ჯერ მოირგო "მადრიდის რეალის” ფორმა და მხოლოდ ერთხელ აიღო მეტოქის კარები. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |