2:54 PM
ეროვნულმა ნაკრებმა მინსკის „ტრაქტორზე“ ივარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს მინსკში, ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, დღეს მინსკის „ტრაქტორის" სტადიონზე ივარჯიშა.

„ჯვაროსნები" ბელარუსის დედაქალაქში გუშინ ჩავიდნენ და მთელი დღე აღდგენით პროცედურებს დაუთმეს. ასე რომ, დღევანდელი ვარჯიში პირველი იყო ფინეთთან მატჩის შემდეგ და მან ერთ საათს გასტანა.

ჩვენმა გუნდმა სრული დატვირთვით ივარჯიშა. სასიხარულოა, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მიკროტრავმებიც არ არის.

ვარჯიშის შემდეგ, სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა - სანდრო კობახიძემ.

„ფინეთთან თამაშამდე, ვინმეს რომ ეთქვა, ქულას აიღებთო, ალბათ, კმაყოფილებიც კი დავრჩებოდით და ნორმალურ შედეგად ჩაგვეთვლებოდა, თუმცა, ამ თამაშში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ქულა კი არ ავიღეთ, ქულები დავკარგეთ... რაც ძალიან საწყენია. ასეთ თამაშში გამარჯვების ხელიდან გაშვება კარგი არ არის.

მაგრამ ახლა ფინეთთან თამაში უნდა დავივიწყოთ, რადგან, ჩემი აზრით, წინ უფრო რთული მატჩი გველის და მასზე უნდა მოახდინოთ სრული კონცენტრაცია. ძალიან კარგი შანსი გვაქვს, ბელარუსებთან წარმატების მიღწევის შემთხვევაში, თამამი განაცხადი გავაკეთოთ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაზე.

ბელარუსი სერიოზული, მებრძოლი გუნდია და ეგ არაფერს ნიშნავს, რომ შესარჩევში ჯერჯერობით ყველა მატჩი წააგეს. აუცილებლად შეეცდებიან, მთელი ძალებით შემოგვიტიონ და მინიმუმ, სწრაფი გოლი გაგვიტანონ. ჩვენი ამოცანა იქნება, გოლი არ გავუშვათ და ჩვენს შანსს დაველოდოთ, რომელიც აუცილებლად გვექნება" - აღნიშნა კობახიძემ.

15 ოქტომბერს, „ჯვაროსნები" მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს მინსკის „დინამოს" სტადიონზე ჩაატარებენ. ვარჯიშამდე კი, ამავე სტადიონზე, თემურ ქეცბაია პრესკონფერენციას გამართავს.


სფფ-ის პრესსამსახური
 
ნანახია: 278 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ეროვნულმა ნაკრებმა მინსკის „ტრაქტორ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: