12:47 PM
ეროვნული ნაკრების შეკრება დაიწყო



12 ნოემბერს, დილიდან, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა.

შეკრების დაწყებისთანავე, ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა -თემურ ქეცბაიამ.

„ჩვენი მეტოქე - ეგვიპტის ნაკრები ძლიერი გუნდია. მათი თამაშის ვიდეჩანაწერი გვაქვს და ასე თუ ისე, ვიცით როგორ თამაშობენ. როგორც იცით, ბევრი გამოძახებული ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა, ეს შანსია მათთვის, ვისაც მათ ნაცვლად დავუძახეთ და კარგია, რომ საქმეში ვნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, გვინდა ეს წელი მოგებით და კარგ ხასიათზე დავასრულოთ. მომავალ წელს, საფრანგეთთან მატჩამდე, სასურველია ერთი სასარგებლო ტესტ-მატჩი ვითამაშოთ, რომელსაც, უშუალოდ, იმ მატჩისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ.

რაც შეეხება დავით დევდარიანს, რომლის გარშემოც ბევრი შეკითხვა დაიბადა, გეტყვით, რომ ჩვენი ინფორმაციით, ტრავმა მანამდე ჰქონდა, სანამ გამოვიძახებდით. თანაც, თავის კლუბში მნიშვნელოვანი თამაშები უწევდა და ამის გამო ვერ ჩამოვიდა.

აქვე, მინდა, მთელი გუნდის სახელით, ჯანო ანანიძეს მივუსამძიმრო მამის გარდაცვალება.ძალიან სამწუხარო ფაქტია... მინდა იცოდეს, რომ მის გვერდით ვართ. თამაშის შემდეგ კი, აუცილებლად წავალთ და პირადად მივუსამძიმრებთ" - განაცხადა ქეცბაიამ.

პირველი ვარჯიში ნაკრებმა 4 საათზე, ბაზაზე გამართა. ვარჯიშს მოგვიანებით შეუერთდნენ რუსეთიდან ახლადჩამოსული ნუკრი რევიშვილი და ალეკო ამისულაშვილი. სულ 19-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა. ესენი არიან: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, ომარ მიგინეიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ალეკო ამისულაშვილი, აკაკი ხუბუტია, გია გრიგალავა, გიორგი ფოფხაძე, გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია, ირაკლი მაისურაძე, ირაკლი ძარია, თორნიკე გორგიაშვილი, სანდრო გურული, შოთა გრიგალაშვილი, ნიკა ძალამიძე, ლადო დვალიშვილი, ირაკლი ქობალია, ჯაბა დვალი.

ნაკრებს კიდევ უფრო მოგვიანებით შეუერთდნენ დავით თარგამაძე და სანდრო კობახიძე. 13 ნოემბერს, მატჩისწინა ვარჯიშს „ჯვაროსნები" კვლავ „ბასაზე" გამართავენ.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ეგვიპტელები თბილისში საღამოს 6 საათისთვის ჩამოვიდნენ. პირველი ვარჯიში კი, 20:00 საათზე, „დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. ხვალ, 11:00 საათზე, აფრიკელები კვლავ „დინამოს" ბაზაზე ივარჯიშებენ. საღამოს კი, 18:00 საათზე, „მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის მინდორს მოსინჯავენ.

აქვე, გეტყვით, რომ „მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის სალაროები ხვალ, დილის 11 საათიდან გაიღება და ყველა მსურველს შეეძლება ბილეთების შეძენა - ფასი 5 ლარი.
მედიის წარმომადგენლებს კი, შევახსენებთ, რომ საქართველოსა და ეგვიპტის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები აკრედიტაციების მისაღებად, 13 ნოემბერს, დილიდან შეუძლიათ მობრძანდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში.

ნანახია: 282 | დაამატა: RoM@N | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: