14 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ეგვიპტეს დაუპირისპირდება. სფფ-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დღეს საღამოს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ 14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან.
"ჯვაროსნები" ეგვიპტელებს პირველად ხვდებიან. ფიფას რეიტინგში, საქართველოს ნაკრები 65-ე ადგილზეა. აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი კი, მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-40 პოზიციას იკავებს.
საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აფრიკის ზონის G ჯგუფში ასპარეზობს. ეგვიპტელ ფეხბურთელებს ზედიზედ ორი მოგება აქვთ და თავიანთ ჯგუფს ლიდერობენ. "ფარაონებმა" მოზამბიკი 2:0 დაამარცხეს; გვინეას კი, 3:2 სძლიეს. ეგვიპტის ნაკრებს, 2011 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი - ბობ ბრედლი ავარჯიშებს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა 14 ნოემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩის დაწყების დრო ჯერ არ გარკვეულა.

წყარო: Geosports.ge