10:53 AM
ეროვნული ჩემპიონატის XXIV ტურის ანონსი



დინამო თბილისი – გორის დილა
თბილისის დინამო "დინამო არენაზე” უმასპინძლებს გორის დილას. მატჩის დასაწყისი 18:00. ეს გუნდები ერთმანეთს ორმოცდაშვიდჯერ დაუპირისპირდნენ და აქედან ორმოცჯერ თბილისის დინამომ გაიმარჯვა, ექვსი შეხვედრა დამთავრდა ფრედ და ერთხელ გორის დილამ შეძლო გამარჯვება. მიმდინარე სეზონის პირველ წრეში დინამოელები გორის დილას წინააღმდეგ პირველ მატჩში დამარცხდენე ანგარიშით 2-0, ხოლო მეორე მატჩში დინამო არენაზე 3-0 სძლიეს თბილისელებმა გორელებს. უმაღლესი ლიგის ცხრილში დინამო თბილისი ლიდერობს 55 ქულით, ხოლო მეორე ადგილს იკავებს გორის დილა 52 ქულით.

ზესტაფონი – ქუთაისის ტორპედო
კვირას გაიმართება იმერული დერბი სადაც ზესტაფონელები უმასპინძლებენ ქუთაისის ტორპედოს. მატჩის დასაწყისი 15:00 საათი. ეს გუნდები ერთმანეთს თვრამეტჯერ დაუპირისპირდნენ და აქედან ცხრაჯერ ზესტაფონელებმა შეძლეს გამარჯვების მოპოვება, ოთხი შეხვედრა დამთავრდა ფრედ და ხუთჯერ ქუთათურებმა გაიმარჯვეს. მიმდინარე სეზონში ზესტაფონსა და ტორპედოს შორის, პირველ წრეში გამართულ მატჩების შედეგებში თანაფარდობაა. ზესტაფონელებმა ზესტაფონში იმარჯვეს მინიმალური ანგარიშით 1-0 ხოლო, მეორე მატჩში ქუთაისში ტორპედომ შეძლო ისევ მინიმალური ანგარიშით გამარჯვება 1-0. ქუთაისის ტორპედო მიმდინარე ცხრილში იკავებს მესამე ადგილს 46 ქულით, ხოლო ზესტაფონი მეხუთე ადგილს 37 ქულით.

ზუგდიდი – საჩხერის ჩიხურა
კვირას, 15:00 საათზე ზუგდიდი განმუხურის სტადიონზე უმასპინძლებს საჩხერის ჩიხურას. მიმდინარე სეზონში, ჩიხურასა და ზუგდიდს შორის, პირველ წრეში გამართული მატჩების შედეგებში თანაფარდობაა. ზუგდიდელებმა მეტოქე პირველად განმუხურში 4:2 დაამარცხეს, ხოლო საჩხერეში 2:0 დამარცხდნენ. ზუგდიდი მიმდინარე ცხრილში იკავებს მეექვსე ადგილს 35 ქულით, ხოლო საჩხერის ჩიხურა მეოთხე ადგილს 44 ქულით.

რუსთავის მეტალურგი – მარტვილის მერანი
კვირას 15:00 საათზე, რუსთავის მეტალურგი "ფოლადზე” უმასპინძლებს მარტვილის მერანს. რუსთავის მეტალურგი ლიდერობს მიმდინარე ცხრილის ქვედა ექვსეულს 34 ქულით ხოლო, მერანი 23 ქულით მეორე ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონის პირველ წრეში მერანი ორივე მატჩში დამარცხდა მეტალურგთან.

ფოთის კოლხეთი – ბოლნისის სიონი
კვირას 15:00 საათზე, ფოთის კოლხეთი უმასპინძლებს ბოლნისის სიონს. მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ბოლნისელებმა ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ ერთ მატჩში შეძლეს გამარჯვება ხოლო მეორე მატჩი კი ფრე დამთავრად. ფოთის კოლხეთი მიმდინარე ცხრილის გასავარდნ ზონაში იმყოფება 4 ქულით ხოლო, ბოლნისის სიონი ბოლო ექვსეულში მეოთხე ადგილს იკავებს 21 ქულით.

ბათუმის დინამო – ვიტ ჯორჯია
კვირას ბათუმის დინამო უმასპინძლებს ვიტ ჯორჯიას „ჩელე არენაზე". მატჩის დასაწყისი 15:00. ბათუმის დინამო მიმდინარე ცხრილში იმყოფება გასავარდნ ზონაში 16 ქულით ხოლო, ვიტ ჯორჯია 22 ქულით ქვედა ექვსეულში მესამე ადგილს იკავებს. ბათუმის დინამომ მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ორი მატჩი გამართეს ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ ერთი მატჩი დამთავრდა ფრედ ხოლო მეორე მატჩში ბათუმელები დამრცხდნენ მინიმალური ანგარიშით 0-1.

მიმდინარე ცხრილი
დინამო თბილისი 23 55
დილა 23 52
ტორპედო 23 46
ჩიხურა 23 44
ზესტაფონი 23 37
ზუგდიდი 23 35
მეტალურგი 23 34
მერანი 23 23
ვიტ ჯორჯია 23 22
სიონი 23 21
დინამო ბათუმი 23 16
კოლხეთი 23 4

ნანახია: 305 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: