ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტური 8 დეკემბერს გაიმართება. ცენტრალური შეხვედრა გორში შედგება, სადაც "დილა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს. პარალელურად ორი იმერული კლუბი "ჩიხურა" და "ზესტაფონი" შეხვდება ერთმანეთს, სამეგრელოში "ზუგდიდი" მეორე მეგრულ გუნდს "მერანს" დაუპირისპირდება. პირველადგილოსანი თბილისის "დინამო" ბოლნისელებთან იბურთავებს, "ვიტ ჯორჯია" მეტალურგს" მიიღებს, ხოლო ბათუმის "დინამო" "კოლხეთს" ესტუმრება.
რუსთავი, ცენტრალური სტადიონი. 14:00
„სიონი" – თბილისის „დინამო"
დისკვალიფიცირებული: გელა ხუბუა (სიონი)
წელს ბოლნისელები არ წარმოადგენენ ისეთ მეტოქეს, რომელთანაც ამ „დინამოს" მოგება უნდა გაუჭირდეს, თუმცა შინ თამაშისგან განსხვავებით, სადაც ყველა შეხვედრა მოიგეს, სტუმრად თამაში დედაქალაქელებს არც ისე კარგად გამოსდით. ცხრა შეხვედრიდან 4 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს, ხოლო 1 წააგეს. ურთიერთშეხვედრებში, რა თქმა უნდა, „დინამოს" დიდი უპირატესობას აქვს - 48 შეხვედრაში 40 გამარჯვება, 4 ფრე და ამდენივე მარცხი. თუ გავითვალისწინებთ მეორეადგილოსანი „დილას" რთულ მატჩს, „დინამოს", გამარჯვების შემთხვევაში, შანსი ექნება 3-ქულიანი უპირატესობა უფრო მეტად გაზარდოს. წლევანდელ ჩემპიონატში, ამ გუნდების დაპირისპირებაშ ყველაზე მეტი 9 ბურთი გავიდა. შეხვედრა 7-2 დასრულდა „დინამოს" გამარჯვებით.
სოფ. ივანწმინდა. 14:00
„ჩიხურა" – „ზესტაფონი"
მოქმედ ჩემპიონს მთლად კარგად არ აქვს საქმე, წინა ტურში „ვიტ ჯორჯიასთნ" წაგების შემდეგ, ეს უფრო მეტად გამოჩნდა და ამის ფონზე საჩხერლებს კარგი შანსი აქვთ ეს მატჩი თავიანთ სასიკეთოდ დაასრულონ. მითუმეტეს, რომ ახლა გამარჯვება მეტად სჭირდებათ, რადგან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან. „ჩიხურას" შინ ჩატარებული 9 თამაშიდან 7 მოგება, ერთი ფრე და ერთიც მარცხი აქვს, 35 ქულიდან 22 სწორედ შინ მოიპოვა. „ზესტაფონს" კი სტუმრად 9 შეხვედრაში 4 გამარჯვება, 2 ფრე და 3 მარცხი აქვს, 28 ქულიდან ნახევარი გასვლაზე თამაშში აიღო. ამ გუნდების დაპირისპირება პირველ წრეში უგოლო ფრით - 0-0 დასრულდა.
მცხეთა, „მცხეთა პარკი". 14:00
„ვიტ ჯორჯია" – „მეტალურგი"
ძალიან საინტერესო და დაძაბლი შეხვედრა იქნება სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ გუნდებს შორის სხვაობა 3 ქულაა რუსთაველთა სასარგებლოდ. თუ „მეტალურგს" ექვსეულში შეხვედრაზე პრტენზია აქვს, მცხეთაში უნდა იმარჯვოს, თავის მხრივ, 3 ქულის აღება მცირე, მაგრამ „ვიტ ჯორჯიას" ექვსეულში მხოვედრის შანსს მაინც დაუტოვებს. წინა ტურში „ვეტერინარებმა" მოქმედ ჩემპიონს სტუმრად აჯობეს და ამ მატჩს მშვენიერ ხასიათზე ხვდებიან. შინ გამართულ 9 შეხვედრაში „ვიტელებს", მხოლოდ ერთი მოგება აქვთ, 4 ფრისა და ამდენივე მარცხის ფონზე 20 ქულიდან შინ 7 მოიპოვეს. „მეტალურგს" სტუმრად 3 გამარჯვება, ერთი ფრე და 5 მარცხი აქვთ, 23 ქულიდან 10 გასვლაზე აიღეს. პირველ წრეში რუსთავში „ვიტ ჯორჯიამ" 0-2 იმარჯვა.
ფოთი, ცენტრალური სტადიონი. 14:00
„კოლხეთი" – ბათუმის „დინამო"
ორი აუტსაიდერი ხვდება ერთმანეთს ფოთში. თუ ფოთელები შეძლებენ და მოიგებენ წლევანდელ ჩემპიონატში, ეს მათი პირველი გამარჯვება იქნება, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. მაქსიმუმ „კოლხეთმა"დარჩენილ ტურებში შეძლოს და მის ხვალინდელ მეტოქეს ბათუმის „დინამოს" გადაასწროს. თავის მხრივ, უშანსოდაა დარჩენილი აჭარული კლუბიც, რომელიც უახლოეს გუნდს „სიონს" 8 ქულით ჩამორჩება. „დინამოს" 9 ქულა აქვს, 2 მოგებისა და 3 ფრის შედეგად. ამ ორი გამარჯვებიდან ერთი სწორედ „კოლხეთთან" აიღო პირველ წრეში, როცა 3-1 იმარჯვა.
განმუხური, ცენტრალური სტადიონი. 14:00
„ზუგდიდი" – „მერანი"
კარგი თამაში იქნება მეგრელბს შორის. მარტვილის „მერანმა" უკანასკნელ სამ ტურში 7 ბურთი გაიტანა, იმდენი, რამდენიც მანამდე გამართულ 15 ტურში ჰქონდა გატანილი. შედეგიც სახეზეა - ამ სამი თამაშიდან ორი მოიგეს. მიუხედავად ამისა, ამ თამაშში აშკარად ფავორიტი „ზუგდიდია", რადგან „მერანს" სტუმრად თამაში ძალიან ცუდად გამოსდის. 9 შეხვედრაში 7 მარცხი, ერთი ფრე და ერთი მოგება 20 ქულიდან, მხოლოდ 4 მოპოვებული ქულა სტუმრად და ამდენივე გატანილი ბურთი - 14-დან. „ზუგდიდზე" კი სრულიად საპირისპიროს თქმა შეგვიძლია, „დინამოს" შემდეგ მეორე გუნდია, რომელიც შინ არ დამარცხებულა. 7 მოგება და 2 ფრე - ეს არის მათი შედეგი, 32 ქულიდან 23 შინ აიღეს. მარტვილში ამ გუნდების დაპირისპირება 1-2 დასრულდა „ზუგიდიდს" გამარჯვებით.
გორი, ცენტრალური სტადიონი. 14:00
„დილა" – „ტორპედო"
გორში გამართული ტურის ცენტრალური შეხვედრა გამოარკვევს იბრძოლებს თუ არა „დინამოსათან" და „დილასთან" ერთად „ტორპედო" ჩემპიონობისთვის, რომელიც ერთი პერიოდი კი ჩამორჩა ლიდერებს, მაგრამ ახლა კვლავ მესამე ადგილზე იმყოფება. შინ ჩატარებული 9 თამაშიდან გორელებს უკანასკნელი 6 მოგეული აქვთ, პირველი 3 კი წაგებული. ბურთები 17-8, 40 ქულიდან შინ 18 აიღეს. „ტორპედოს" სტუმრად 4 მოგება, 1 ფრე და 4 მარცხი აქვს, ბურთები 15:11, 35 ქულიდან 13 გასვლაზე მოიპოვეს. პირველ წრეში გამართული შეხვედრა ქუთაისში „დილამ" 0-1 მოიგო. ამ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო „დილას" ლეონარდო და გოგიტა გოგუა არ ეყოლება, „ტორპედოს" - გიორგი ბერიაშვილი.
ბომბარდირები: 13 - ჩისკო, ჯაბა დვალი ( ორივე "დინამო” თბილისი), 10 – ალვარო ("დინამო” თბილისი), 8 - ნიკა საბანაძე ("ტორპედო”), 7 დავით ოდიკაძე ("ჩიხურა”), 6 – მიხეილ ჯორბენაძე ("დინამო” ბათუმი), ირაკლი ქობალია („ზუგდიდი"), საბა ლომია ("მერანი”), ("ზუგდიდი”), რევაზ ჯიქია ("სიონი”),