ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
იტალიური პრესა იტყობინება, რომ 27-წლის ნახევარმცველმა ერნანესმა რომაული კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვა არ ისურვა, რომელიც მას 2015-წლის ზაფხულში ეწურება, სწორედ ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, მან "სტადიო ოლიმპიკო" ზამთრის ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს.
ერნანესის აგენტმა ჯოზეფ ლიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტით რამოდენიმე კლუბი ინტერესდება, თუმცა ამ კლუბებში იტალიის სერია ა-ს კლუბები არ შედის.
"არსებობს რამოდენიმე კლუბი, რომელსაც ერნანესი სჭირდება. "ლაციოს" კი მისი გაშვება ზაფხულამდე არ სურს, სწორედ ამიტომ, არ ვიცი რა მოხდება. თუ იგი ზამთარში დარჩება, მაშინ სავსებით შესაძლებელია ზაფხულში სხვა კლუბში ვიხილოთ",-განაცხადა ბრაზილიელის წარმომადგენელმა.
ერნანესი, შეგახსენებთ, "ლაციომ" 2010-წელს ბრაზილიური "სან-პაულუდან" 10,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა.