7:46 PM
ერიქსენისთვის ბრძოლაში “დორტმუნდს” კონკურენციას “მონაკო” გაუწევს



"აიაქსის” ნიჭიერი ნახევარმცველი სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

მოგეხსენებათ, დორტმუნდის "ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პირადადაა დაინტერესებული "აიაქსის” 21-წლის პლეიმეიკერ კრისტიან ერიქსენთან კონტრაქტის გაფორმებით, თუმცა ახლა, როგორც AD Sportwereld იტყობინება, დანიელისთვის ბრძოლაში ფრანგული "მონაკოც” ჩაერთო.

ამსტერდამული კლუბი ერიქსენს მინიმუმ 15 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა მონაკოელების მფლობელ დმიტრი რიბოლოვლევს, რომელმაც ჟოაო მოუტინიოს, ჯეიმს როდრიგესისა და რადამელ ფალკაოს სანაცვლოდ დაახლოებით 130 მილიონი ევრო უკვე დახარჯა, ეს თანხა სავსებით არ აშინებს.

თუმცა, თავად ერიქსენი უფრო დორტმუნდში გადაბარგებითაა დაინტერესებული, და, არაა გამორიცხული, რომ უკვე უახლოეს დროში ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ფინალისტთან ხელშეკრულება გააფორმოს.

წყარო: AD Sportwereld

ნანახია: 327 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: