6:49 PM ერიქსენი “მამლებს” შეუერთდა | |
![]() 21 წლის დანიელი ფეხბურთელი "ტოტენჰემმა” "აიაქსიდან” 12 მილიონ ფუნტად შეიძინა. კრისტიანის გადაბირებით დაინტერესებულნი იყვნენ ისეთი გრანდები, როგორებიცაა "ლივერპული”, "ბორუსია”, "მონაკო” და სხვა.
"ჩვენ მოხარულნი ვართ ერქსენის დამატებით, იგი მნიშვნელოვნად გაზრდის კლუბის შეტევით პოტენციალს” – ვკითხულობთ "ტოტენჰემის” ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე. დანიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი "აიაქსში” 2008 წელს ჩაირიცხა. მას შემდეგ კრისტიანმა ჰოლანდიის ერედივიზიონში 161 შეხვედრა ჩაატარა. აქედან გოლით თავი 33-ჯერ დაგვამახსოვრა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |