9:23 AM
ერერამ “ემიუსთან” პირადი კონტრაქტის თაობაზე არანაირ შეთანხმებას არ მიმიღწევიაო




"ატლეტიკის” ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში” მის არშემდგარ ტრანსფერს ნათელი მოჰფინა.

შეგახსენებთ, რამოდენიმე ევროპული გამოცემა იუწყებოდა იმის შესახებ, რომ ანდერმა კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და პირადი კონტრაქტის პირობებიც შეათანხმა. თუმცა, თავად ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უარყო.

"მართალია, "ემიუსგან” შემოთავაზება მქონდა, რამაც ძალიან გამახარა. მაგრამ, "ატლეტიკში” ძალიან ბედნიერი ვარ”, – განაცხადა ერერამ.

"არანაირი სამედიცინო შემოწმება არ გამივლია, როგორც პრესა წერდა”, – აცხადებს ბასკი.

"თავიდან საჭირო იყო ჩემი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის 36 მილიონი ევროს გადახდა, სწორედ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი ჩემთან პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების გამართვა. და ის, რომ მე "ემიუსთან” შეთანხმებას მივაღწიე – ტოტალური სიცრუეა. პრინციპში, ვეჭვობ, რომ "ემიუ” ამხელა თანხის გადახდას დათანხმდებოდა”, – დაასრულა "ატლეტიკის” ესპანელმა ნახევარმცველმა.

წყარო: tribalfootball.com

ნანახია: 286 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: