10:12 PM
“ემიუს” ვარანი ჯერ კიდევ სჭირდება



"რეალის” მცველმა თავისი წარმატებული თამაშით მანიკუნიანელების ინტერესი კიდევ ერთხელ მიიპყრო.

როგორც Daily Star იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედი” "რეალის” 19-წლის მცველით რაფაელ ვარანით დაინტერესდა. 2011-წელს "ემიუ” უკვე ცდილობდა ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას, თუმცა მაშინ ფრანგმა "ბლანკოსი” აირჩია.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველმა "რეალისა” და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება უკვე მოახერხა. მან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "ემიუსთან” გამართულ ორივე მატჩში მონაწილეობა მიიღო, სადაც საბოლოო ჯამში ინგლისელები "თეთრებთან” დამარცხდნენ.

ვარანს "რეალთან” კონტრაქტი 2017-წელს ეწურება, გაფორმებულ კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად კი, მისი გამოსასყიდი თანხა 26 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. თუმცა, "ბლანკოსი”, რომელიც ვარანის მიმართ "ემიუს” მიერ გამოხატული ინტერესით შეძრწუნებულია, მზადაა ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს, გაუმჯობესებული სახელფასო პირობებით.

ნანახია: 312 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: