6:54 PM “ემიუს” კოენტრაო სჭირდება | |
![]() მანჩესტერული კლუბი მარცხენა მცველს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე, "ემიუმ” ყურადღება "რეალის” პორტუგალიელ ფულბეკზე, ფაბიო კოენტრაოზე გაამახვილა. "იუნაიტედი”, დიდი ალბათობით, "ევერტონის” ბეკის, ლეიტონ ბეინსის ხელში ჩაგდებას ვერ მოახერხებს, სწორედ ამიტომ სხვა ვარიანტების ძიებაშია. "წითელი ეშმაკუნები” ფაბიოს ტრანსფერთან დაკავშირებით "ბლანკოსს” ოფიციალურ წინადადებას უმზადებენ. ჯერჯერობით, პრესა "ემიუს” შეთავაზების დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მედია წერს, რომ "რეალი” 25 მილიონ ევროზე ნაკლებად პორტუგალიელს არ გაყიდის. "მონაკო” ფაბიოს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ უარი მიიღო. შეგახსენებთ, კოენტრაო "ბლანკოსის” გეგმებში არ შედის. თავად ფეხბურთელმა არაერთხელ განაცხადა, რომ კარიერის "სანტიაგო ბერნაბეუზე” გაგრძელება აღარ უნდა. "რეალიც” არ არის წინააღმდეგი პორტუგალიელი სოლიდურ ფასად გაყიდოს, იუწყება Marca. წყარო: Marca | |
|
სულ კომენტარები: 0 | |