"იუვენტუსის" ფორვარდი შესაძლოა მანჩესტერში გადაბარგდეს.
როგორც Tuttomercatoweb იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "იუვენტუსის" ფორვარდის მირკო ვუჩინიჩის გადაბირებითაა დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ემიუს" თავდასხმის ხაზს უეინ რუნი, რობინ ვან პერსი, ხავიერ "ჩიჩარიტო" ერნანდესი და დენი უელბეკი აძლიერებენ. ამავდროულად, "იუვენტუსში" არენდის წესით გადაბარგდა ნიკოლა ანელკა, ხოლო მომდევნო სეზონიდან ტურინულ გრანდში ფერნანდო ლიორენტე ჩაირიცხება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - ტოპ-დონის კლუბია. სწორედ ამიტომ, ნორმალურია, რომ მირკოს გადაბირებით ასეთი კლუბი ინტერესდება. შეექმნება თუ არა მას ახალ თანაგუნდელებთან პრობლემა? რა თქმა უნდა არა, ახალ გუნდში თამაში მას მხოლოდ წარმატებას მოუტანს. "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მირკოს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად თვლის",-განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ალესანდრო ლუჩიმ.
ასევე შეგახსენებთ, რომ ზაფხულში შესაძლოა "ემიუმ" "დორტმუნდის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გადაიბიროს. თუმცა, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.